ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

ვიტამინები

ფრინველის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ინტენსიური პროცესი იწყება ზამთრის მიწურულსა და გაზაფხულის დამდეგს, როცა ორგანიზმში ვიტამინების მარაგი კლებულობს და საკვებ ნივთიერებებზე კი მოთხოვნა მატულობს-ბუმბულის გამოცვლის და ბუდობისთვის მზადების გამო. ვიტამინების როლი ცოცხალი ორგანიზმისათვის საყოველთაოდ ცნობილია, ამიტომ შევეხებით მხოლოდ ზოგიერთ მათგანს, რომლებიც ფრინველთა ორგანიზმის ნორმალყრი ფუნქციონირებისთვისაა საჭირო: A, B-კომპლექსი, C, D3, E, K3, H. ზოგი მათგანი წყალში ხსნადია, ზოგიც მხოლოდ ცხიმებში.

ვიტამინი A

აქსეროფტოლი (რეტინოლი), თუთიყუშს მხოლოდ მაშინ აქვს გამრავლების უნარი, როცა ღებულობს ამ ვიტამინით მდიდარ საკვებს. ამ ვიტამინის მთავარი მარაგი ჩიტის ღვიძლშია. ამ ვიტამინის ნაკლებობისას თუთიყუშს ებურძგლება ბუმბული, ეწყება თვალების ანთება, მცირდება კვერცხის გამოსავალი და მატულობს ემბრიონისა დაბარტყების სიკვდილიანობა. ვიტ A არის თევზის ქონში, სტაფილოში, კვერცხის გულში, მცენარეთა მწვანე ნაწილებში.

ვიტამინების კომპლექსი

ამ კომპლექსის ვიტამინებია:

  • ტიამინი-B1,
  • რიბოფლავინი-B2,
  • პიროქსინი-B6,
  • ციანოკობალამიდი-B12,
  • ბიოტინი-H,

ფოლიევის მჟავა სრულფასოვანი კვების დროს საკმაო რაოდენობით ეძლევა თუთიყუშებს. ასე, რომ მათი სპეციალურად დამატება საკვებში, საჭირო არაა. ეს ვიტამინები აქტიურად მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლის და ინკუბაციის პროცესებში, მატულობს გამოჩეკილი კვერცხების რაოდენობა და ა.შ. კომპლექსური ვიტამინები უხვადაა მცენარეთა აღმონაცენში, ყლორტებში, საფუარში და ცხოველურ პროდუქტებში.

ვიტამინი D3

ვიტამინი D3 - ქოლიკალციფეროლს იღებენ თევზის ქონისაგან. ის ხელს უწყობს კალციუმის, ფოსფორის და სხვა მინერალურ ნივთიერებათა ცვლას, რაქიტსაწინააღმდეგოა. მისი სიმცირე იწვევს მკერდის ძზზზვლის გარბილებას და გამრუდებას. ზოგი მოყვარული რბილ საჭმელს უმატებს თევზის ქონს ან რაც უფრო ხელმისაწვდომია, ტრივიტამინებს (შედგება P, D და E ვიტამინებისაგან).

ვიტამინი E

ვიტამინი E - ტოკოფეროლი არის ყველა მწვანე საკვებში, გაღივებულ მარცვლეულში და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში. მისი ნაკლებობა მოქმედებს ბარტყების გამოჩეკვაზე, იწვევს კუნთების დისტროფიას და ღვიძლის ნეკროზს;შესახედავად ნორმალური კვერცხიდან ბარტყი არ იჩეკება;ჩიტი არ რეაგირებს პარტნიორზე, ამიტომ, საჭიროა მიეცეს თუთიყუშებს ახალი მწვანილი და გაღივებული მარცვლეული, განსაკუტრებით ხორბალი.

ვიტამინი PP

ვიტამინი PP ნიკოტინმჟავა (ნიაცინი) ხელს უწყობს ბუმბულის ზრდას მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში, ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების გამოყოფაში. ის არის რძეში, საფუარში, ხილში , წიწიბურას ბურღულში.

ვიტამინები: C - ასკორბინმჟავა, K - ნაფტოხინონი და პანტოტენური მჟავა

ვიტამინები C - ასკორბინმჟავა, K - ნაფტოხინონი და პანტოტენური მჟავა ფართოდ არის გავრცელებული ბუნებაში სხვადასხვა ბოსტნეულში, ნარგავთა ფოთლებში, ხილში. სასურველია ვიტამინ C-ს დამატება პერიოდულად საკვებ ნარევში. ცალკე უნდა ღინიშნოს ვიტამინ K3, რომელსაც ფრინველთა ვიტამინსაც უწოდებენ. მისი ნაკლებობისას ორგანიზმში მცირდება სისხლის შედედება, ჩნდება სისხლის ჩაქცევები,ღვიძლის ატროფია და ჩიტის სიკვდილიანობა თითქოსდა უხილავი მიზეზით.



წყარო: http://www.ali.ge
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: dudu-duda (22.06.2011) | ავტორი: dudu-duda E W
ნანახია: 2557 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика