ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მტაცებელი ფრინველების ვეტერინარია [1]
მონადირე ძაღლების ვეტერინარია [23]
სხვა ცხოველების და ფრინველების ვეტერინარია [1]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ვეტერინარია » მონადირე ძაღლების ვეტერინარია    

ცოფი!!!

ცოფი

ცოფი (ლათინურად Rabies, Lissa, Hydrophobia; ინგლისურად – Rabies, Lissa, Hydrophobie; ფრანგულად – La rage, Hydrophobie; გერმანულად – Tollwut) – მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით და აბსოლუტური ლეტალობით ხასიათდება. 
ცოფი, როგორც ადამიანისა და ცხოველების დაავადება, ოდითგანვეა ცნობილი. იგი მოხსენებული აქვთ ძველ ბერძნებს და ეგვიპტელებს. გავრცელებული იყო აზრი, რომ თითქოს ადამიანებს ცოფი არ ემართებათ. ადამიანებში ცოფით დაავადებას პირველად ყურადღება მიაქცია კორნელიუს ცელსმა (I საუკუნე ჩვ. წ. აღ.). იგი ცოფის მკურნალობასაც შეეცადა ნაკბენს გავარვარებული რკინით მოწვავდა ხოლმე. ერთი სიტყვით, მჭედელი ცვლიდა ექიმს. პლინიუს უფროსი (23-79 წწ.) ავადმყოფებს აძლევდა ცოფიანი ცხოველის ღვიძლს, ჰალენი კი იყენებდა ლოკოკინის თვალებს. 
ცოფი საქართველოში უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. უძველეს ქართულ ძეგლში "წამება წმინდისა შუშანიკისა” (V საუკუნე) შემონახულია დაავადების სახელწოდება და მისი ძირითადი ნიშან-თვისება: "ყიოდა და იძახდა ვითარცა ცოფი”. ამავე პერიოდიდან შემორჩა სიტყვები: "გაცოფდა”, "ცოფიანს ჰგავს”, "ცოფიანი” და სხვა. დიდ ინტერესს იწვევს ძველ ქართულ სამედიცინო წიგნებსა და კარაბადინებში დაცული ინფორმაცია დაავადების თაობაზე. კანანელში (XI საუკუნე) აღწერილია ცოფით დაავადებული ძაღლებიდან ადამიანის დაავადების შესახებ ეს მაშინ როცა ამ მოსაზრებას მსოფლიოში ბევრი გამოჩენილი პიროვნება, მათ შორის არისტოტელეც კი უარყოფდა. ჩვენმა წინაპრებმა ყურადღება მიაქციეს ცოფის დიაგნოსტიკას: "რა ძაღლი გაბრაზდების ფერი შეეცვლების და რასაც იქმს ვერ შეიტყობს, მუდამა ირბენს და თუ დაწვების კუდს ფეხშიგა დაიჭერს და შორითა დამოკლებულს გვანდეს პირსა პერული მოსდიოდეს, ხმა ჩაუარდების... უფრო თუ შეიტყო ნაკბენი ბრაზიანი არის თუ არა ესე უნდა რამე ცოტა პური ძაღლს მიუგდო, თუ არც უსუნოს და არც ჭამოს იცოდე რომ ბრაზიანი არის, ნაკბენის სისხლი დასცხოს პურსა და თუ ჭამოს არ არის ბრაზიანი” ("უსწორო კარაბადინი”). 
ცოფის დაავადების აღწერილობა ადამიანში მოცემულია XII საუკუნის სამედიცინო ძეგლში "წიგნი სააქიმოიშია”. 
XVI საუკუნეში დაწერილ "იადაგარ-დაუდში” მოცემულია ცოფის სიმპტომატიკა ადამიანებში: "და ესე ბრაზიანი ძაღლი რომე კაცსა შეეხოს ან კაცსა უკბინოს მარტოდ ყოფნა მოუნდების და სინათლესა დაერიდების, ბნელსა სახლში შევარდება...” 
XVII-XVIII საუკუნეებში, საფრანგეთში ფართოდ იყენებდნენ ე.წ. ფუქსის საშუალებას, რაც გულისხმობდა ხმელთაშუა ზღვაში ბანაობას. მაგრამ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კულტურულ ქვეყანაში, საფრანგეთში, შუა საუკუნეებში არსებობდა საშინელი ჩვეულება: ცოფით დაავადებულებს ოთხივე კიდურის ვენების გადაჭრით, სისხლიდან ცლიდნენ ან ლეიბებით ახრჩობდნენ. ნაპოლეონმა სპეციალური კანონით აკრძალა ეს ბარბაროსული აქტი. ცოფს მკურნალობდნენ აგრეთვე შხამით (ცოფის შხამის გამოდევნა სხვა შხამით, ძაღლის ნაკბენზე გველის ნაკბენით ზემოქმედება და სხვა.), მაგრამ ყველა ცდა უშედეგოდ მთავრდებოდა. 
ცოფთან ბრძოლაში გარდატეხა XIX საუკუნეში მოხდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1880 წელს გამოჩენილმა ფრანგმა მეცნიერმა ლუი პასტერმა სამხედრო ვეტერინარი ექიმის პიერ ბურელესაგან "საჩუქრად” მიიღო ლითონის ყუთში ორი ცოფიანი ძაღლი. ვეტექიმი ბარათის საშუალებით სთხოვდა პასტერს შეესწავლა ცოფი და გამოეგონა ამ საშინელი დაავადების სამკურნალო საშუალება, სულ მოკლე ხანში აღნიშნული ვეტექიმი ამ დაავადების მსხვერპლი გახდა. 
1984 წელს 19 მაისს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე და შემდეგ, ამავე წლის 10 აგვისტოს კოპენჰაგენის საერთაშორისო სამედიცინო კონგრესზე პასტერმა მეცნიერებს აცნობა ძაღლებში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატებით გამოყენების შესახებ. 
1885 წლის 6 ივლისს, 9 წლის ელზასელ ბიჭუნას იოზეფ მეისტერს, ცოფიანი ძაღლის ნაკბენის გამო პირველად მსოფლიოში შეუყვანეს ანტირაბიული ვაქცინა. ბავშვი გარდაუვალ სიკვდილს გადაურჩა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ანტირაბიული სამედიცინო დახმარების სამსახურის არსებობის აუცილებლობას. 1886 წელს პარიზში დაარსდა პასტერის ინსტიტუტი, იმავე წელს გამოჩენილი მეცნიერების ი. მეჩნიკოვისა და ნ. გამალეას ინიციატივით პასტერის სადგური გაიხსნა ქ. ოდესაში და მოსკოვის ქირურგიული საზოგადოებისა და მისი თავმჯდომარის ნ. სკლიფასოვსკის ინიციატივით – ქ. მოსკოვში. 
1888 წელს ლუი პასტერის მოწაფის ი. ფინკენშტეინის მიერ ქ. თბილისის სამხედრო სამედიცინო ლაბორატორიაში დაარსდა პასტერის სადგური, რომელიც კავკასიაში 
ერთადერთი იყო. ("ცოფით დაავადების პროფილაქტიკური მკურნალობა” თ. გოგიძე, მეთოდური სახელმძღვანელო, თბ., 2003წ.)

დაავადების ეთიოლოგია და პათოგენეზი 

ცოფის გამომწვევად ითვლება ნეიროტროპული ვირუსი, რომელიც დაავადებული ცხოველის ნერწყვშია. დუღილის მიმართ ცოფის ვირუსი არამდგრადია – იღუპება 1-2 წუთის შემდეგ. კარგად ინახება ლპობად ნივთიერებებში და ადვილად უძლებს დაბალ ტემპერატურას, ვირუსი ნერწყვში ჩნდება ინკუბაციური (ფარული) პერიოდის ბოლოს, დაავადების კლინიკურ გამოვლინებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამ დროს მიუხედავად იმისა რომ ცხოველი ჯანმრთელად გამოიყურება, მისი ნაკბენი საშიშია ცოფის ვირუსი პათოგენურია ყველა თბილსისხლიანი ცხოველისათვის. ცივსისხლიანი ცხოველები (მწერები ქვეწარმავლები და სხვ.) ცოფით არ ავადდებიან, ცოფის ინკუბაციური პერიოდი შვიდი დღიდან ერთ წლამდე და მეტხანს გრძელდება. მოკლე ინკუბაციური პერიოდი ახასიათებს მძიმე კატეგორიის დაკბენას (სახის, თავის, ხელის მტევნისა და ტერფის თითების მიდამო, მრავლობითი ჭრილობები), დადგენილია, რომ ფარული პერიოდი ბავშვებში უფრო ხანმოკლეა, ვიდრე მოზრდილებში. 

კლინიკა და დიაგნოსტიკა 

ცოფით დაავადების პირველი ნიშნებია: ქავილი, გაბმული, მჭრელი და მწვავე ტკივილი დაკბენილ ადგილზე, ნაწიბურზე აღინიშნება შეწითლება, შეშუპება, ანესთეზია, ჰიპოსთეზია (კანის მგრძნობელობის დარღვევა), რევმატიული ხასიათის ტკივილები. დაავადების დასაწყისისათვის დამახასიათებელია აგრეთვე დისპეპსიური მოვლენები, უმადობა, პირის სიმშრალე, ნადებიანი ენა, გულის რევა, ღებინება, ყაბზობა. ამას თან ერთვის გულის მუშაობისა და სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურის მკვეთრი მომატება 39-40 გრადუსი, შარდში შაქარია (გლიკოზურია). 
ცოფს ახასიათებს მელანქოლიის, ანუ მაუწყებელი პერიოდი, რომელიც მიმდინარეობს 1 ან 3-დან 7 დღემდე. შემდგომ იწყება აგზნების პერიოდი. დიაგნოზის დადგენისათვის დიდად მნიშვნელოვანია კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა ყოველგვარ გარე გამღიზიანებელზე (ხმა, სინათლე, კანზე ოდნავი შეხება). განსაკუთრებით დამახასიათებელია მგრძნობელობის მომატება წყლის დალევის ცდისას. წყლის დანახვაზეც კი დაავადებულს სახე ემანჭება შიშისა და ტანჯვისაგან, ემართება სახისა და ხორხის კუნთების ძლიერი სპაზმი. ასეთივე მოვლენები 
შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის ქროლვამ. აგზნების მდგომარეობა ზოგჯერ აგრესიად იქცევა. ცოფით დაავადებულნი ამტვრევენ საწოლს, კარებს, ფანჯრებს, კედელზე ურტყამენ თავს, აგზნებას თან ახლავს ბოდვები, მაჯისცემა 140-160-ია წუთში, პირის სიმშრალე, რასაც თან სდევს ნერწყვის უხვად გამოყოფა ავადმყოფი ძალზე გამხდარია, აქვს სახის წაწვეტებული ნაკვთები, დამახასიათებელია ყლაპვის გაძნელება. დამბლა იწყება ქვედა კიდურებიდან. დამბლის პერიოდი მთავრდება გულისა და სუნთქვის ფუნქციის მოშლით და ავადმყოფის სიკვდილით. ეს პერიოდი რამდენიმე საათიდან 2-3 დღემდე გრძელდება. 
ცოფის ჰისტოლოგიური დიაგნოზი დგინდება დამკბენი ცხოველის თავის ტვინში ბაბეშ-ნეგრის სხეულაკების აღმოჩენით. თანამედროვე ელექტრონულ მიკროსკოპული გამოკვლევების საშუალებით ახსნილია ბაბეშ-ნეგრის სხეულაკების ბუნება. ისინი ნერვული უჯრედების პროტოპლაზმის უბნებია, სადაც ხდება ცოფის ვირუსის ჩამოყალიბება, ხსენებული სხეულაკების აღმოჩენას დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს, ისინი არსებობენ მხოლოდ ცოფით დაღუპული ადამიანისა და ცხოველის თავის ტვინში.


წყარო: vet-express.ge



წყარო:
კატეგორია: მონადირე ძაღლების ვეტერინარია | დაამატა: dudu-duda (28.08.2011) | ავტორი: dudu-duda E
ნანახია: 5568 | კომენტარი: 1 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 dudu-duda   (28.08.2011 20:48:14) [მასალა]
23_30_126

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 33
    სტუმარი: 33
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика