თუთიყუშის ორგანიზმი თხოულობს საკვებ ნივთიერებათა - ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების, მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების ყოველდღიურ მიწოდებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიტამინებისა და მინერალური მარილების რეგულარული გადამუშავება. ამ ნივთიერებათა წყაროა ბოსტნეული, ხილი, მწვანილი (ზამთრის პერიოდშიდასაშვებია გამხმარი -ფაფებთან ან დამბალ პურთან შერეული), გაღივებული მარცვალი, რასაკვირველია ყურადღება უნდა მიექცეს მთუთიყუშის მდგომარეობას, რათა არ გამოგვეპროს კუჭ-ნაწლავის აშლილობა. ეს განსაკუთრებით ეხება ახლად შეძენილ ფრინველს. საერთოდ თუთიყუშის კვების რაციონის შეცვლისას შეიძლება ჩიტს დაეწყოს კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ამიტომ ყველა სახის საკვები დასაწყისში შეზღუდული რაოდენობით უნდა მიეცეს.
საკვების შერჩევა და მისი რაოდენობის განსაზღვრა დამოკიდებულია თუთიყუშის ასაკზე, შენახვის პირობებზე და წლის პერიოდზე. გალიაში მჯდომი თუთიყუში კენკავს ნაკლებს, ვიდრე ვოლიერში მყოფი; ბარტყებიანი კი მეტს, ვიდრე ფრინველი, რომელსაც ბარტყები არ ჰყავს; კვერცხის დადების წინ დედალი გაცილებით მეტს საზრდოობს, ვიდრე მანამდე; ახალგაზრდა ჩიტი მეტს ჭამს, ვიდრე ზრდასრული და ა.შ.
ფრინველისათვის მისაცემი საკვების რაოდენობა უნდა განისაზღვროს მასზე დაკვირვების შედეგად. საკვები უნდა მიეცეს ოდნავ იმაზე მეტი , ვიდრე სჭირდება მთელი მდღის განმავლობაში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!