ИЖ-27 წარმოადგენს ორლულიან სანადირო თოფს, რომელსაც ლულები ვერტიკალურად აქვს განლაგებული. იგი შექმნილია ИЖ-12-ის ბაზაზე ანატოლი კლიმოვის ხელმძღვანელობით. ამ იარაღის შექმნაში, დიდი წვლილი მიუძღვის ჰერმან პროტოპოპოვს, რომელიც მანამდე ИЖ-12-ის შექმნაში ღებულობდა მონაწილეობას.
ИЖ-27-ის წარმოება ხდება 1970-ანი წლების დასაწყისიდან. ამ ხნის განმავლობაში გამოშვებულია 1.5 მილონზე მეტი ეგზემპლიარი (მისი ყველა მოდიფიკაცია) და შესაბამისად იგი ითვლება ყველაზე გავრცელებულ, რუსული წარმოების სანადირო იარაღად. მისი კონდახი ძირითადად პისტოლეტური ტიპისაა, რომელიც მზადდება წიფელისგან, თუმცა არსებობს საექსპორტოდ გამოშვებული ერთეულები, რომლებსაც კაკლის კონდახი აქვთ.
არსებობს მისი სხვადასხვა მოდიფიკაციები:
ИЖ-27 – ИЖ-12-ის ბაზაზე შექმნილი ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი. გასროლილი ვაზნების ამოღება სტანდარტული ექსტრაქტორით ხდება;
ИЖ-27Е – იჟექტორით („Е" – эжектор). მისი საშუალებით ხდება გასროლილი ვაზნის სავაზნიდან ამოგდება, რომლის გამორთვაც ძალზედ მარტივია, ამისათვის მხოლოდ სახრახნისია („ატვიორტკა") საჭირო.
ИЖ-27 РУСЬ – იგივეა რაც ИЖ-27ЕМ, იმ განსხვავებით რომ იგი ერთეული წარმოებისაა (ИЖ-27ЕМ სერიულია). მისი კალიბრი 12/76 „Magnum"-ია, ლულები – „ჩოკი" და „ნახევარჩოკი", ლულის სიგრძე 725მმ. ვინაიდან იგი ცალობით გამოდის, მას აქვს ვერცხლის გრავირება და კაკლის კონდახი. იგი გამოდის დამატებითი 660მმ-იანი ცილინდრული ლულებით, რაც მას უნივერსალურს ხდის და შესაძლებელია მისი ნებისმიერი ნადირობისთვის გამოყენება. მასა 3.6კგ-ია;
ИЖ-27-1С – ერთ სასხლეტიანი („1С" – один спуск). თავდაპირველად გამოდიოდა ორსასხლეტიანი სანადირო თოფები, მაგრამ 1977 წლიდან ქარხანამ დაიწყო ერთსასხლეტიანი ИЖ-27-ის გამოშვება, სადაც სელექტორის საშუალებით შესაძლებელი იყო ლულებიდან გასროლის თანმიმდევრობის რეგულირება.
35-40 მეტრში საკმაოდ კარგი მიტანა და ჭრა აქ ახალ იჟ-27-ს,მე მაქვს პირადად,ვიყიდე ხელიდან,ვისროლე და კარგია, ამ მანძილში( 35-40) 5 ნომერი მტრედის ზომა ფრინველს 4-5 მარცვალი ხვდება სულ მცირე და ჭრაზე არაფერს ვამბობ,კარგი ჭრა აქვს,შეიძლება თურქმა მეტი მიიტანოს ,მაგრამ ეს ბვრს არაფერს ნიშნავს დამიჯერეთ,როცა მუშა და ვირი თოფი გინდა კავს
მაგ ზესაუკეთესო ზღაპრების რუსებსაც აღარ სჯერა წაიკიტხე რუსული ფორუმები ეგ ადრეიყო სიბნელე და იმას ვაქებდით რაც გვქონდა ნანახი. მშვენიერი თოფია ნამდვილად მარა არა ზესაუკეთესო როგორც აღნიშნე. ისე მაგ მუშა ინსტრუმენტებს როგორც შენ უწოდე 10 ჯერ მეტი რესურსი აქვს ანუ რასაც 1 იჯ 27 აქვს საგარანტიო იმაზე ათჯერმეტი. არვაპირებ პოლემიკაში შესვლას. პატივისცემით
არა პოლემიკაში შესვლას არც მე ვაპირებ უბრალოდ გეტყვი.წარმოიდგინე 10ჯერ მეტი რესურსი რომ აქვს შესაბამისად თითქმის 10ჯერ მეტი ფასიც აქვს აქედან გამომდინარე უნდა იმსჯელო კაცმა თანაც ერთიდაიგივე მანძილში ისვრის ორთავე და რაიმე განსაკუთრებული ხომ უნდა ქონდეს მაგ ფასის თოფს? მერე მეორეც ვთქვათ და მოხდა გაუთვალისწინებელი რამ და გამისკვდა ლულა დაუდევრობით რათქმაუნდა, ხომ დავყევი ნერვიულობით მაგ ამბავს,რადგან ამხელა ფასი მაქვს მიცემული, იჟზე კიდე დიდად არც დაგწყდება გული რადგან ისეთიც არაფერი ღირს(ნუ შეიძლება ვიღაცისათვის არც უცხოური თოფი არ წარმოადგენდეს რაიმე დიდი რირებულობის საგანს მაგრამ ზოგისთვის წარმოადგენს კიდეც,ხოდა აქედან გამომდინარე ჩვენნაირი გლეხი კაცისთვის ჩვენს პირობებში იჟ–27–ი ჯობია ყველას,ნუ ღმერთმა მოგცეთ ყველას იმის შესაძლებლობა რომ სუყველას ბერეტები ბრაუნინგები პერდეები და ფაბარმები გამოგეცვალოთ სხვადასხვა სეზონზე...ჩვენს პირობებში კი ნამდვილად იჟ–27–ი ჯობია ყველას
მე მაქვს იჟ–27–ი საბჭოთა დროინდელი და მინდა გითხრათ რომ ეს თოფი არის რაღაც ზესაუკეთესო, აქვს საუცხოო საფანტის მიტანა,მექანიზმი ყველამ იცით თუ რა ზეგამძლე აქვს ნებისმიერ იჟ–27–ს,რაც შეეხება ახალ იჟ–27–ებს, მე მგონი რომ სულ ტყუილად ლანძღავენ, რადგან აქ არავის აქვს გამოცდილი პრაქტიკაში ახალი იჟ–27–ი და მხოლოდ იმიტომ ლანძღავს რომ ზოგადად სურს რუსული იარაღის დამცირება,,,ყველამ კარგად ვიცით თუ რა დიდი პოპულარობით სარგებლობს საბჭოთა იარაღი ძველი თაობის მონადირეებში,ამიტომ ტყუილად ნუ ეცდებიან რუსული იარაღის დამცირებას მათი სასაყვედურო რუსულ იაღაღს და მითუმეტეს საბჭოურს ნამდვილად არაფერი არა აქვს.
მეც მაქ ახალი იჯ 27ი .ძველი თუ არი ისეთი რომ რაიმე ნაკლი არ ააქვს ,ყველანაირად ჯობია ახლას . კონდახი რბილი აქვს , ერტ საგამოს რო არ გაწმინდო დილას დაჯანგული დაგხვდება . 2 წელი მაქ მე ისე და ნადირობის დროს არანაირი პრობლემა არ შემქმნია მაგნუმასც ვსროლავ უმეტესად ჩემ დატენილებს ,ჭრაშიც კარგია.
შეიძლება ზოგიერთი ახალ იჟ_27 ისეთ ძველ იჟ_27ადარებს როგორიც ბაბუაჩემს აქვს(ხშირად პოლის ჯოხადაც ხმარობს:)ფაქტი სახდეზეა;ახალი თოფის არც დიზაინი,არც შესრულება სახარბიელო არ არის(ლულების შეერთებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია:))(ჩემი სუბიექტური აზრია)ისე მაინტერესებს 4კაკო45_რამდენ 54გრამიანის გასროლას გაუძლებს გამარიაჟებული ახალი იჟ_27?:)))
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!