ჰერბერიუმი არის საგანგებოდ შეგროვებული და სათანადო წესით გამშრალი მცენარეთა კოლექცია.
მე -16 საუკუნეში იტალიში შეიქმნა ექიმ-ბოტანიკოსისი ლუკა გინის მიერ. ეს კოლექცია აღარ არსებობს. ჩვენამდე შემონახულია მხოლოდ მისი მოწაფეების კოლექციები. მსოფლიოს ყველა ჰერბარიუმი რეგისტრირებულია საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში " The index Herbarium”, სადაც 168 ქვეყნის 3293 ჰერბარიუმია შესული. საქართველოს ნაციონალური ჰერბარიუმი შეტანილია საერთაშორისო საჰერბარიუმო სისტემაში (Index Herbariorum) და მინიჭებული აქვს კოდი "TBI”.
ზოგადი ინფორმაცია საქართველოს ნაციონალური ჰერბარიუმის შესახებ იხილეთ :
http://herbarium-tbi.ge/Info_Geo.htm
ჰერბარიუმის შეგროვებისა და შენახვის წესები
ექსკურსიის დროს მცენარეთა შესაგროვებლად საჭიროა საჰერბარიუმე ჩანთა ან მუყაოს ყდა. საჰერბარიუმე ჩანთაში ვათავსებთ რამდენიმე ფურცელ საშრობ ან გაზეთის ქაღალდს. იმისათვის, რომ მცენარეები ჩალაგების დროს ერთმანეთში არ აირიოს, ვაწყობთ 2-3 ქაღალდს ერთად და ვუკეთებთ ერთ საერთო ,,პერანგს”. პერანგში მოთავსებულ 2-3 ქაღალდს შორის ვალაგებთ შეგროვილ მცენარეებს და დაუზიანებლად ვინახავთ ადგილზე დაბრუნებამდე.
ბალახოვანი მცენარეების შესაგროვებლად აუცილებელია თან გვქონდეს მცენარეთა სათხრელი იარაღი – ბასრპირიანი ქაფჩა, რითაც გაადვილდება მცენარის მიწისქვედა ნაწილების ამოთხრა. ბალახოვანი მცენარეების შეგროვებისას საჭიროა მცენარე მთლიანად ავიღოთ, ე.ი. მას უნდა ჰქონდეს როგორც მიწისზედა (ღერო, ფოთოლი, ყვავილი, ნაყოფი), ისე მიწისქვედა ნაწილები (ფესვი,ფესურა, გორგლი, ბოლქვი, ტუბერი).
მერქნიანი მცენარეების (ხე, ბუჩქი) ტოტების შესაგროვებლად იხმარება სეკატორი ად დანა-სასხლავი. მათ შესაგროვებლად საჭიროა მხოლოდ ტოტები – ყვავილებითა და ნაყოფებით. მცენარის შეგროვებისას სასურველია ერთი და იგივე სახეობის მცენარის 3-4 ეგზემპლარი შეგროვდეს, რადგან მასალის სიმცირე ზოგჯერ ხელს უშლის მის შემდგომ დეტალურ გამოკვლევას.
თითოეული აღებული მცენარისათვის ადგილზევე ვწერთ ეტიკეტს შემდეგი შინაარსით:
ადგილდებარეობა – გეოგრაფიული პუნქტი (ქალაქი, რაიონი, სოფელი და სხვა)
მცენარის ადგილსამყოფელი– ეკოლოგიური პირობები, სიმაღლე ზღვის დონიდან, მთის ფერდობი;
შეგროვების დრო- რიცხვი, თვე და წელი;
შემგროვებელის გვარი და სახელი;
მცენარეების გაშრობის წესები
ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ საჭიროა შეგროვილ მცენარეთა გაშრობა. ამისათვის უნდა გვქონდეს საკმაო რაოდენობის საშრობი ან გაზეთის ქაღალდი. ორად მოკეცილ მშრალ ქაღალდში ვათავსებთ მცენარეს, ვასწორებთ მის ყველა ნაწილს და ისევ ზემოდან ვაფარებთ 2-3 ად მოკეცილ საშრობ ქაღალდს. ვდებთ შიგნით ასევე მიერ დაწრელი ეტიკეტს. ამგვარად ქაღალდებში ჩალაგებულ მცენარეებს ვათავსებთ სპეციალურ საჰერბარიუმე ბადეში და ვკრავთ თოკით რაც შეიძლება მაგრად. 1-2 დღის მერე ბადეს გავხსნით და მცენარის ამოუღებლად გავშლით ქაღალდებს, რათა ჰაერმა გაუაროს, დანოტიოებულ ქაღალდებს შევცვლით მშრალით, შემდეგ ბადეს ისევ შევკრავთ. ამგვარი პროცესი გრძელდება მანამ, სანამ მცენარეები სულ არ გამოშრება.
სუკულენტ მცენარეებს, რომლებიც სქელი, წვნიანი ღეროებითა და ფოთლებით ხასიათდებიან გამოშრობამდე ადუღებულ წყალში ჩავუშვებთ და სწრაფად ამოვიღებთ, ვათავსებთ საშრობ ქაღალდებსა და ბამბებს შორის.
ბოლქვიანი და ტუბერიანი მცენარეების გამოშრობისას ბოლქვსა და ტუბერს ვჭრით სიგანეზე, გაშრობის შემდეგ მცენარე ინარჩუნებს ბუნებრივ ფერს.
გამოშრობის შემდეგ იწყება სხვა ეტაპი –
,,ჰერბარიუმების დამონტაჟება”
ამისათვის საჭიროა 45X50სმ ზომის სქელი ქაღალდი;თითოეულ ასეთ ქაღალდზე უნდა დაკერდეს ან უნდა დაეწებოს მხოლოდ ერთი სახეობის მცენარე; დაკერება იწყება მცენარის ქვედა ნაწილიდან ზედა ნაწილამდე ძაფის გაუწყვეტლად.
თუ მცენარე ნაზია, მაშინ დაზიანების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება დაკერების ნაცვლად წვრილად დაჭრილი ქაღალდებით დაწებდეს. დაკერების დროს მარცხენა მხარეს უნდა დარჩეს ადგილი ეტიკეტისთვის. ეტიკეტზე პირველ რიგში ვაწერთ მცენარის ლათინურ სახელწოდებას, შემდეგ კი სუფთად გადავწერთ შეგროვების დროს შედგენილ ეტიკეტს და დავაწებებთ ფურცლის მარცხენა მხარეზე.
მავნებლებისაგან ჰერბარიუმის დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჰერბარიუმე ყუთში ვათავსებთ ნაფტალინით სავეს პარკუჭს ან შევწამლავთ მწერების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით.