ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები    

გიურზა – საქართველოში ყველაზე შხამიანი გველია

სათაურმა არ შეგაშინოთ, თქვენს სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება, თუ გიურზას ბიოლოგიას გაეცნობით. სიფრთხილე კი, არის ის აუცილებელი თვისება, რომელიც  აუცილებლად გესაჭიროებათ.images

მიუხედავად ასოთა მშვენიერი წყობისა, სიტყვა გველი ყველა ადამიანში შიშის მომგვრელ ასოციაციას იწვევს.  არის თუ არ არის რომელიმე მათგანი შხამიანი თავდაპირველად არავის არ აინტერესებს, რადგან მასთან შეხვედრა უკვე შიშს იწვევს.

როგორია სტატისტიკური მონაცემები? მსოფლიოში გავრცელებული გველების რიცხვი 2500ზე მეტია, მათგან 410 სახეობა შხამიანია ანუ 16% შხამიანია. საქართველოში აღწერილია 21 სახეობა, რომელთაგან 4 შხამიანია, 2 კი მიეკუთვნება საეჭვოს. ამ 4 შხამიანი გველიდან კი ყველაზე შხამი8ანი გიურზაა.

35770292_1227564070_gyurzaგიურზა ფართოდაა გავრცელებული. იგი გვხვდება ჩრდილო აფრიკაში, კვიპროსზე, არაბეთში, ირანში, ერაყში, სირიაში, მცირეაზიაში, ამიერკავკასიაში, სამხრეთ დაღესტანში, შუა აზიაში, ავღანეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში.

ჩვენთვის საინტერესო სახეობა კი  Macrovipera lebetina obtusa, რომელიც საქართველოშია გავრცელებული მხოლოდ აღმოსავლეთ ნახევარში ( თუმცა შეიძლება თურქეთიდან ბათუმის ოლქშიც შემოდიოდეს), კერძოდ ქვემო ქართლსა და ივრის ზეგანზე.. ნანახია თბილისის მიდამოებშიც.  Macrovipera-lebetina-

ბინადრობს ველის ზონაში, სადაც საცხოვრებლად სხვადასხვა ადგილს ირჩევს, მაგრამ უფრო ხშირად მშრალ, ბალხით დაფარულ ქვიან ადგილებშიგვხვდება, სადაც ბევრი ბუჩქი, ხეები კი აქა იქ არის გაფანტული. იმალება ქვების ქვეშ, ნაპრალებში და მღრნელების სოროებში.

სიფრთხილე თავიდანვე ვახსენე, ეხლა კი დავკონკრეტდები, თუ რა უნდა იცოდეთ იმასათვის, რომ მასთან შეხვედრისას  საფრთხე ნაკლებად სახიფათოს   წარმოადგენდეს. ანუ უნდა იცოდეთ, თუ როდის არის საშიში, ან სად შეიძლება შეხვდეთ მას და ა.შ.  მაშ ასე, გაეცანით, თუ როგორია გიურზას ცხოვრების წესი:

ford book finalგიურზა გაზაფხულზე და ზაფხულში დღის ცხოვრებას ეწევა. ცხელი ზაფხულის დღეებში მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ გამოდის, ხოლო დღის ცხელ დროს თავშესაფარში ატარებს. ზანტი გველია, მაგრამ საფრთხის შემთხვევაში საკმაოდ დიდი სიჩქარის განვითარება შეუძლია. კარგად დაცოცავს ხეებზე, სადაც ფრინველებს უდარაჯებს, ან თავს აფარებს. უყვარს წყალში ჩასვლაც. გაღიზიანებული გიურზა კისერს ბერავს, სისინს იწყებს (როგორც ყველა გველგესლა) და დასარტყმელად ემზადება. ამისათვის სხეულის წინა ნაწილსა და თავს უკან გადასწევს, რათა შემდეგ მომენტში ელვისებური სისწრაფით ზამბარასავით გასწორდეს. იგივეს აკეთებენ სხვა გველგესლებიც, მაგრამ გიურზის ამგვარი მოქმედება მისი დიდი ზომის გამო უფრო შთამბეჭდავია. თუ გიურზამ რაიმე საგანს (მაგ: ჯოხს) თავი რამდენჯერმე დაარტყა მერე აღარ აქცევს ყურადღებას გამაღიზიანებელ საგანს.  1532872946_63b8c77234

გიურზა ნადირობს ძირითადად მღრღნელებსა და ფრინველებზე. მას ერთ ჯერზე რამდენიმე მემინდვრიის ან ბეღურასნაირი ჩიტის გადაყლაპვა შეუძლია. დიდი გიურზა კურდღლის ბაჭიებსაც თავისუფლად ყლაპავს. თაგვებს იჭერს სოროში, ფრინველებს უდარაჯებს ხეზე ან მიწაზე, ფრინველს კბენის შემდეგ კი აღარ უშვებს პირიდან. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში კი თავად დარწმუნდებით მის შესაძლებლობებში. მართალია, ამ შემთხვევაში გიურზა ტყვეობაშია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ბუნებაში უფრო სწრაფი და მოხერხებული უნდა იყოს.  ახლა კი, შევაჩერებ თქვენს მზერას …

გიურზა, ისე როგორც ყველა ქვეწარმავალი მრავლდება კვერცხის დებით. პატარა გიურზები აგვისტო-სექტემბერში იჩეკებიან. კვერცხიდან თავის გამოყოფის შემდეგ წიწილა კვერცხში ზის და ყვითრით იკვებება, უკვე კბენას ცდილობს, თუმცა მცირე ზომისაა და სულ 215 მმ-ს აღწევს.                                                                                      3619408-Vipera_Lebetina-Milos_Island

ზემოთ ხსენებული სიფრთხილის მიუხედავად,  ცნობილია მისი შხამით ადამიანთა დაღუპვის შემთხევები. დაკბენილმა ადამიანმა საწრაფოდ უნდა მიმართოს სამედიცინო პუნქტს, ან ადგილზე გაიკეთესოს ნემსი ანტიგიურზინი, რომელიც ადრე ბევრგან იყიდებოდა, ეხლა კი კონკრეტული რჩევის მოცემა გამიჭირდება.  antigif3მისი შენახვა აუცილებელია სიცივეში, ამიტომაც ველზე გასული ადამიანები მას მიწაში მარხავენ ხოლმე. გიურზას იჭერენ ძვირფასი შხამის გამო და სპეციალურად მოწყობილ ხელოვნურ გარემოში ჰყავთ იგი.

მაგ. ასეთებში. ასეთ ხელოვნურ თავშესაფარს ტერარიუმი ჰქვია.  Raum 3

ერთი კი გახსოვდეთ!!!  გიურზა შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში, რადგან შეიცავს ძვირფასი თვისებების მქონე შხამს. ეს კი უდავოდ გვაფიქრებინებს, რომ იგი დაცვას საჭიროებს.



წყარო: http://teaele.wordpress.com
კატეგორია: საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები | დაამატა: dudu-duda (20.06.2011) | ავტორი: dudu-duda E W
ნანახია: 8764 | კომენტარი: 4 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 hunter95   (19.06.2014 21:50:54) [მასალა]
ლაგოდეხის ეროვნულ ნაკრძალში არის გიურზა თუ იცით?

0   Spam
3 iagoo   (28.06.2012 12:51:34) [მასალა]
069 რა დაცვას ? ხო არ გაგიჟდა ის ხალხი ტო 25 არ დაუჯეროთ ხალხო 167 გიურზას სადაც ნახავთ 48 ეგრევე თან

0   Spam
2 ENUQICHI   (16.01.2012 21:27:29) [მასალა]
10 10 10 10 10

0   Spam
1 gloster   (27.09.2011 23:32:20) [მასალა]
48

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика