კავკასიური შურთხი, Tetraogallus caucasius, кавказский улар
მთის ინდაური ანუ შურთხი ბინადრობს, კავკასიონის ქედის გასწვრივ, 3000-4500 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან, მეტწილად თოვლის საზღვართან ახლოს. მას ჯიხვების დარაჯს უწოდებენ, ვინაიდან ხშირად თან სდევს ჯიხვების ფარას ზამთარში, და რაიმე საშიშროების დროს თავისებური სტვენით განგაშს ტეხს, რითაც აფრთხილებს როგორც შურთხებს, ისე იქ მყოფ ჯიხვებსაც. კენკავს ჯიხვებისგან ამოქექილ ხავსსა და მათ ნაკელს. შურთხის საბუდარი ადგილი მიუდგომელი, კლდოვანი მთებია, ალპური ზონის ზედა სარტყლის--მუდმივი თოვლის საზღვართან. ზაფხულობით იგი უფრო მაღლა ადის, ხოლო ზამთარში, დიდი თოვლის დროს, ჩამოდის უფრო ქვევით და ჩამოსცილდება ხოლმე ალპურ ზონას. შურთხი წყვილად ან მცირე გუნდების სახით ცხოვრობს.ის შესანიშნავად დარბის კლდიან ადგილებში, საშიშროების შემთხვევაში გაინაბება და თავისი რუხი ბუმბულის წყალობით კლდეების ფონზე შეუმჩნეველი ხდება. შურთხზე ნადირობის შემთხვევები მეტისმეტად იშვიათია,მისი საბინადროც ძნელი მისადგომია მეტად მკაცრი ბუნებრივი პირობების გამო. შურთხი აპრილ-მაისში დებს 15-20 კვერცხს, ბუდობს 28 დღე. წიწილები ჩვეულებრივად ივნისში იჩეკებიან. შურთხის ცხოვრება ჯერ არ არის დაწვრილებით შესწავლილი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!