ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

მწყერზე


მწყერზე


      ღამეა. 3 თუ 4 საათია! ტელეფონის ზარი მაღვიძებს:  

     –"გეძინა?” -ნოდარი რეკავს.           

     -"მეძინა აბა რა უნდა მექნა კაცო?”

     -"სანადიროდ წამოხვალ?” 

     -"როდის კაცო?” -ვერ გამოვფხიზლდი ბოლომდე! 

     -"როდის და ახლა! გამოდი! შენს ჭიშკართან ვართ!”     

     -"მოვდივარ! ახლავე”.

     10 წუთში, "მიკროავტობუსის” კარი გავაღე და ჩემი ძაღლიან-თოფიან-იაგდტაშიანად მზად ვიყავი ახალი თავგადასავლებისთვის! ამ ამბავის "წინასიტყვაობა” ასე იყო: თურმე, ნოდარი და ის მონადირეები ვინც, მაშინ ახლდა ნოდარს, მომზადებულან წინა დღეს სანადიროდ, მაგრამ როცა შეიკრიბნენ, ნახეს, რომ მონადირეები ბევრნი იყვნენ და მეძებრები კი აკლდათ! ნოდარს, უთქვამს "ერთი ბეზატკაზნი ძმაკაცი მყავს და იმას დავურეკავო!”   ერთ მონადირეს უკითხავს-" კი, მაგრამ 4 საათზე როგორ უნდა დაურეკო კაცს, ეგეთი "ბეზატკაზნია”?- ტო”. ალბათ 10 წუთზე მეტი არ დამჭირვებია მოსამზადებლად და მეათე წუთზე უკვე "მანქანაში ვიჯექი”!  გაგიჟდნენ მონადირეები!   "საღოლ, ძმაო!  ღამის 4 საათზე რომ გაუფრთხილებლად, დაგადგებიან თავზე და 10 წუთში გამოვარდები, ნაღდად მაგრად "აფრენ” ნადირობისთვისო!”

     მოკლედ, ასეა რა. "სეზონზე” რად უნდა კითხვა იმას გცალია თუ არა?!  მხოლოდ, "გამოდი”, "ჩამოდი” და "წავედით”!  სულ ეს არის! არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ წინა დღეები ნადირობდი და ვაზნები, ტყვია-წამალი გამოგელია! რადგან როგორც კი ამას ეტყვი მონადირე-მეგობარს, მაშინვე მიიღებ პასუხად: "წამო კაცო, ვაზნების მეტი რა მაქვს?! ორივეს გვეყოფა! ნეტავ მწყერი იყოს და ვაზნებზე ნუ იდარდებ!”, "ვიღაცა” კი გაიფიქრებს, რომ "რა ვაჟკაცობაა, ერთი ბეწო მწყერზე გამარჯვებაო?”. ამას გაიფიქრებს და ვურჩევ თავისთვის შეინახოს ეს ფიქრი! რადგან, კაცმა არ უნდა განსაჯოს ის, რაც არ იცის!   ყველანაირი ნადირობა კარგია და მწყერზე ნადირობაც ერთ-ერთი გამორჩეულია! მზის ამოსვლამდე, რომ დგახარ კახეთის, ჩაყვითლებულ-ჩამუქებული მინდვრის პირას და გარიჟრაჟის სიგრილეს გრძნობ, ნიავის სურნელებას გრძნობ, მისი ჩურჩული გესმის! ქედებიდან ამომავალ მზეს შეხედავ და იგრძნობ ძარღვებში სისხლის მოძრაობას! მარტო ამისთვის არ ღირს ნადირობა?! რათქმაუნდა მხოლოდ ამისთვისაც ღირს! თორემ ჩვენ რომ "ხორცისთვის”  არ დავსდევთ მწყერს ეს ისედაც ნათელია! თან, ყველაზე კარგი ის არის, რომ ამ ჩვენს დალოცვილ სამშობლოში, "კონტრასტები და ფერები” ყველგან განსხვავებულია! ერთმანეთზე უკეთესია! აგვისტოს ბოლოს კახეთში თუ გადაყვითლებულ-გადატრუსულია ყველაფერი, ამ დროს ქვემო ქართლში, სიმწვანე ჭრის თვალს, აქ სარწყავი წყალი მეტია და მწვანედ იმიტომ ბიბინებს ყველაფერი! მინდორში ხან წვეთი წყალი გენატრება, ხან წყლიან მინდორში დატყლაპუნობ!  მოკლედ, "ეს ჩვენი საქართველო სააბრაგოდ, ყველგანაც კარგია”! როგორც ყოველთვის, ახლაც "ადრე” მოსულხარ, დგახარ მინდვრის პირას და "საჭირო სინათლეს” უცდი!  ლოდინის წუთებს, თამბაქოთი "იმოკლებ”!  გააბოლებ და ფიქრობ, რა ბედნიერი ხარ, რომ ახლა როცა მთელ დუნიას ლოგინში "გემრიელად” სძინავს, შენ მინდორში დგახარ, ნიავი სახეში გცემს და იწყებ "საუკეთესო თამაშს, თამაშთა შორის”! იწყებ ნამდვილ სიცოცხლეს!  

     პირველი ნაბიჯები მინდორში, პირველი "კვალზე წრიალი” ძაღლის და პირველი "ნახე, ნახე, აბა სად არის?”! ყველა მეძებარი რაღაცით განსხვავდება ერთმანეთისგან! ზოგი "ასე ნადირობს, ზოგი კი ისე”! ანუ როგორც დაგეშავ, ისეც ინადირებს, მაგრამ არის კიდევ ისეთი "რაღაცეები” რასაც ძაღლი თვითონ სწავლობს და მერე ჩვევაში გადასდის!  მაგალითად, ზოგ მეძებარს ყოველთვის თანაბარი "ჩელნოკი” (ზიგზაგებით სიარული) აქვს.  ჩემი ბისკვიტიეს, "ჩელნოკი” კი "წინასწარ დადგმული” არასდროს არის! ხან ისე გაშლის რომ კარგ სეტერს შეშურდება, ხან კი ჩემს წინ დასუნსულებს, 10-15 მეტრის სიგანეზე!  ერთი დამახასიათებელი ჩვევა აქვს, "მწკრივში” თუნდაც 10 კაცი იდგეს ყველას ჩაუვლის  წინ, ყველას მისცემს ნადირობის საშუალებას!  ეს კარგია მაშინ, როცა მის გარდა სხვა ძაღლი არ არის ხოლმე, მაგრამ ეს ჩემი "ზრდილობიანი” მაშინაც ასე აკეთებს, როცა ათივე მონადირეს თავისი მურადა ახლავს თან! თან როგორი მურადა! ყველანაირი დიპლომების მქონეები და სულ რომ არ სჭირდებათ "დაქვაფსული ბისკვიტიეს” დახმარება!  მაგრამ ეს "კეთილშობილი” მაინც ეხმარება იმათ! მე კი დავყიალობ ჩემთვის და ხან ფეხზე აფრენილს ვესვრი!  მაშინ კი უმალ გაჩნდება ჩემთან!  მწყერს მომირბენინებს და ისევ სტუმრების მისახედად გარბის!  ამ დროს "გავფიცხდები” ხოლმე და ერთს კარგად მივალანძღავ! მოვა, კუდის ნაწყვეტს ამოიძუებს, თავს დამნაშავესავით ჩახრის, უხმოდ ისმენს ჩემს საყვედურებს, მერე შემომხედავს და "მეუბნება” კარგი ჰო, რა იყო? შე კაცო, შენი სტუმრები რომ არიან მაგიტომ ვცდილობ თორემ მე რა? იგენის მონადირებული მაინც შენდა არ მომაქვს?!”.  შემაცოდებს თავს და მეც გამივლის ხოლმე "წყენა”!  არადა მართალია, ეს "სულძაღლიანი”! ფრინველი ვინც არ უნდა მოინადიროს, სხვა ძაღლს თუ დაასწრო ბისკვიტიემ, დაითრევს და ჩემთან მოაქვს!  მოსდევენ მონადირეები "ლედი, შენი ჭირიმე მომეცი ეგ მწყერი, ჩემიაო” მაგრამ თუ ვინმე დაიჭერს ბისკვიტიეს და ისე გამოართმევს, თორემ თავისით არ დაუთმობს! მე მომიტანს! ჰოდა მეც ხან ერთთან მივდივარ და ხან მეორესთან "ნანადირევი ფრინველით”! შეიძლება ითქვას, რომ "აპორტირებას” მეც ვაკეთებ, ამ "სულძაღლიანის” გამო!                   აი, ჩემს წინ დადგა ნაბულზე, ბისკვიტიე და როგორც შეუძლია ისე  "იწელება” ნაბულზე! ამ დროს ჩემი გულისცემა ალბათ განაბულ მწყერსაც ესმის! რამოდენიმე წამით ვტკბები ამ სანახაობით! პულსს უკვე საფეთქლებში ვგრძნობ!  "ეცი ლედი, დაიჭი მაგის...” ბისკვიტიეც მიეტანა, ააფრინა მწყერი, გასროლა და ჩამოვარდა!  "მოიტა ლედი მოიტა”, მაგრამ ეს არ იძვრის!  ვაჰ, მეორეც ყოფილა და იმას უდგას ისევ ნაბულზე, "ეცი”, ამოფრინდა, "ბებერი მწყერია”, გამოცდილი. რაღაცა მანევრს ჩაატრებს, "ვირაჟსს” და წავა უვნებელი!  ბისკვიტიე შემომხედავს, რაღაცას ჩაიბურტყუნებს ჩუმად! ტფუუ.... იტყვის და ისევ იმ პირველის მოსატანად გაიქცევა!  მოარბენინებს, ჩამოვართმევ ნანადირევს, თასმაკავზე დავკიდებ! ვაზნებს გამოვცვლი!  სიგარეტს მოვუკიდებ, გავაბოლებ და ისევ გრძელდება "მიდი ლედი, ნახე აბა სად არის, სად გემალებიან მაგათი....”!    

     ჩამოცხება! შენც დაიღალე და ბისკვიტიესაც დაუგრძელდა ენა! ლამის მიწაზე მოათრევს გცხელათ და გწყურიათ ორივეს! მოძებნი ჩრდილს, ხის ქვეშ, ბალახზე წამოგორდებით, წყურვილს მოიკლავთ! ისვენებთ გადაგრილებამდე! ისვენებ და ახლა მზით განათებულ არე-მარეს ათვალიერებ და ისევ განიცდი იმ სიხარულს, დილას, მზის ამოსვლამდე რომ გრძნობდი! დასვენება, პურს და ყველს გატეხავთ! სადმე "პირის გასასველებელს” თუ გადააწყდი, მაშინ ხომ "მეფური სუფრა” გექნებათ!  საზამთროს ან ნესვის ბაღს "ცოტათი გაქურდავ”. ძაღლიც და მონადირეც ერთნაირი სიამოვნებით მიირთმევთ, ქართულ მიწაზე, მშრომელი კაცის მიერ მოწეულ, ბაღჩეულს და მადლობას სწირავთ, გლეხი კაცის მარჯვენას!   ნანახ-განცდილით ბედნიერმა, თუ მოახერხე, შეიძლება თვალიც მოატყუო და ცოტა წაუძინო ჩრდილში!  საღამო მოახლოვდება, მზე უკვე "გადახრილია” და შენც ემზადები მინდორში შესასვლელად! დილა ხომ ჯადოსნურია მინდორში?! შუა დღეც კარგია და საღამოც ასევე საოცარია! მზე უკვე ქედებს დაადგა თავს და ცოტა ხანში ჩავა კიდეც! ამ დროს გრილი ნიავი შემოუბერავს, ყველაფერს გააცოცხლებს! მიწა ისევ ცხელია და ბუღი ასდის! ჰოდა ეს სიცხის და სიგრილის "ჭიდილი” მაოცებს! ქვემოდან ამომავალი სიცხე გხვდება სახეზე და ამ დროს გრილი ნიავის სუნთქვაც გიგრილებს სახეს!  საღამოს, გადაგრილებაზე მწყერი ისევ ნამკალში გამოდის! ჰოდა, ცდილობ მოასწრო, სანამ დაბნელდება!  ბისკვიტიეც დასვენებული, უფრო ბეჯითად ცდილობს არსად გამორჩეს მწყერი! დასუნსულებს და ნაბულზე დგება! "პაწიაშკას”ცდილობს! თავქუდმოგლეჯილი მირბის ჩამოგდებული მწყრის მოსატანად!  "მოიტას” დაძახებასაც აღარ ელოდება! სასაცილო ის არის, რომ ხან როცა ასცდება ნასროლი მწყერს, ეს მაინც მირბის მოსატანად! ჰგონია, რომ ჩამოვარდა და დიდი გულმოდგინებით ეძებს!   ჩემს ძახილს "მოდი შე უპატრონო აგერ, წავიდა ის ბურდღადამწვარი, არ არის მანდ, ტყუილად ეძებ”-მეთქი, არად აგდებს!  რა ქნას? ოპტიმისტია ბუნებით! და მტკიცედ სჯერა, რომ "უკან” ნამდვილი "ზვერაბოი” თუ არა "ჩინგაჩკუკი” მაინც მოჰყვება და მისი ნასროლი არასოდეს სცდება მიზანს!  იწრიალებს, რაც არ ჩამოვარდნილა იმას რათქმაუნდა ვერ იპოვის და ისევ რაღაცას ჩაიბურტყუნებს ჩუმად, ტფუიი... იტყვის ისევ და მოვა ჩემთან!    თუმცა, გაივლის 5 წუთი და ახალ კვალს დაადგება, ახალ ნაბულზე  "გაიჭიმება” და ისევ სჯერა ჩემი! ამჯერად მეც არ ვუცრუებ იმედს და ბისკვიტიეც მეცხრე ცაზეა სიხარულით! თუმცა მწყერი უკავია პირით, მაგრამ მაინც ყურებამდე გაღიმებული მოვარდება ჩემთან! ფრინველს მომაწოდებს, "ჩუბინობას” შემიქებს! ახლა მე ვიღიმები ყურებამდე, სიამოვნებისგან! მორიგ ფრინველს ვკიდებ, თასმაკავზე, ისევ ვცვლი ვაზნებს თოფში და ისევ უკიდებ სიგარეტს! ასე გრძელდება და გაგრძელდება იქამდე სანამ მე და ბისკვიტიე ვივლით მინდორში! სანამ ვივლით ამ ქვეყნად!  არ შეგვიძლია ჩვენ ამის გარეშე და რა ვქნათ?!                   მთავრდება სანადირო სეზონი და 6 თვის განმავლობაში, ორივეს ერთი სიზმარი გვესიზმრება: გარიჟრაჟი, თვალუწვდენელი მინდორი, ამომავალი მზე და აფრენილი მწყერი! დამთავრდა, მაგრამ დაიწყება! ვიცით ეს ორივემ და ჩვენც ვემზადებით, სულმოუთქმელად ველით!




წყარო: http://www.bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: giohunt1982 (24.02.2014) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 3804 | კომენტარი: 15 | ტეგები: ნადირობა, მონადირე, mwyerze, მწყერზე, გიო სარშვილი, monadire, nadiroba, giohunt1982 | რეიტინგი: 5.0/4

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 15
0   Spam
15 datovani   (01.10.2015 00:42:30) [მასალა]
10 10 166 166 გაიხარე ძმაო მაგარი ნაწერია ნამდვილი მონადირე ამ პატარა მოტხრობითაც განიცდის იმ სიხარულს რომელსაც ნადირობის დროს 39 39 39

0   Spam
14 ggiiggii   (23.04.2014 22:44:08) [მასალა]
166 ბევრს კარგავს ადამიანი როდესაც არ ნადირობს

+2   Spam
13 nugo12   (15.04.2014 21:59:38) [მასალა]
მართალია ჯერ თოფით არ მინადირებია მაგრამ მამაცჰემი მპირდება რომ ამ სეზონისათვის ცალ ლულიანს გამიწყობს შემიშვებს ცვარიან მინდორში და მეც სანამ არდამეღლება ჩემი გაწვრთვნილი დალმატინელი რომელმაც შარშან კარგად ინადირა
შენკი საღოლ გიო თვალწინ მამაჩემი დამიდგა და ოცნებები

0   Spam
12 platonich25   (31.03.2014 09:10:28) [მასალა]
მალადეც

+2   Spam
11 beqa--123   (30.03.2014 20:23:42) [მასალა]
გაიხარე ძმაო თვალწინ დამიდგა ყველაფერი, ჩემი ნადირობა გამახსენდა, როდის მოვა აგვისტო რომ კიდევ ერთხელ განვიცადო ის რაც აქ წერია 10

0   Spam
10 valeri123   (29.03.2014 20:35:12) [მასალა]
39 10

0   Spam
9 jigrituna   (26.03.2014 20:18:32) [მასალა]
166 166 166 166

+1   Spam
8 jigrituna   (26.03.2014 20:18:16) [მასალა]
ერტი სული მაქ როდის მოვა მწყერის სეზონი

0   Spam
7 tura11   (18.03.2014 10:26:05) [მასალა]
10 10 10 10 10

+3   Spam
6 mamalixarazuli   (14.03.2014 16:42:59) [მასალა]
მაგარია! ძაან მაგარია!!! 23_30_126 39 დამწვარი დენთის სუნი შევიგრძენი........ წარმოგიდგენიათ ადამიანი რომელიც არ ნადირობს რამდენს კარგავს 25 გიო "გვანადირე" შენებურად სანამ სეზონი გაგვეხსნება, დაგვიწერე , გაგვახარე.... გაიხარე.... 23_30_126 39

+3   Spam
5 maxo777   (11.03.2014 23:28:44) [მასალა]
166 10 ნადირობა მომინდა

+2   Spam
4 hunter_nika   (03.03.2014 19:17:45) [მასალა]
ძალიან მაგარია ძმაო.ყველა ნამდვილმა მონადირემ ამ ნაწერში საკუთარი თავი უნდა დაინახოს. 10 10 10

+2   Spam
3 zviadi565   (28.02.2014 12:03:45) [მასალა]
39 39 39

+2   Spam
2 giorgi1998   (25.02.2014 00:50:59) [მასალა]
მალე მოვიდოდეს სეზონი ამ ნაწერმა მთლად მომანატრა მწყერი ყოჩაღ მართლა მაგრად წერთ 10 39

+2   Spam
1 shontiamo   (25.02.2014 00:11:52) [მასალა]
აუუუ როდის მოვა სეზონიიიი მაგრად წერ რა გიო ყოველთვის შენს ნაწერს რომ ვკითხულობ სულით და გულით მეც იქ ვარ და ვნადირობ გაგიმარჯოს ღმერთმა მაგარი კაცი ხარ 39 39 39 39

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика