პოინტერი, უპირველეს ყოვლისა,სანადირო ძაღლია და სასურველია ის ასეთად დარჩეს კიდევ დიდხანს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნადირობა თანდათან კიდევ უფრო შეიზღუდება სხვადასხვა ქვეყანაში.
უილიამ არკრაიტის ნაწარმოები ”პოინტერი და მისი ისტორია” ამ ჯიშის წარმოშობასა და ევოლუციას ასახავს და,განსაკუთრებით ბრიტანეთის კუნძულებზე გნოლზე ნადირობისას მისი გამოყენების ზუსტ სურათს იძლევა.
თავდაპირველად ეს ჯიში, როდესაც კონტინენტზე გამოჩნდა, განსაკუთრებით ფართოდ, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში გავრცელდა. ბრიტანელებმა შექმნეს პოინტერი, ლათინელებმა ჩამოუყალიბეს ფორმა, ხოლო ეს ბრწყინვალე ქმნილება საბოლოოდ სოლაროს(Solaro) დარმა ნიჭიერმა კინოლოგებმა დახვეწეს.
პოინტერმა დაამტკიცა,რომ მისი სანადიროდ გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას . განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები მას საშუალებას აძლევს იმუშაოს სრულიად განსხვავებულ ლანდშაფტში. თავი სტილითა და მუშა თვისებებით პოინტერმა ყველაზე პრეტენზიული მონადირეების გულიც კი მოიგო.
დღეს პოინტერს სანადიროდ იყენებენ დაბლობში, მთაში, ჭაობში, ტყეში. ის ყველგან ახერხებს თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირებას. მისი ერთგული თაყვანისმცემლები არავითარ შემთხვევაში არ გაცვლიან პოინტერთან ერთად ნადირობას ნებისმიერი სხვა ჯიშის მეძებართან ერთად ნადირობაზე.
გაცილებით გვიან დაიწყო აზარტული მფლობელების მიერ ინიცირებული შეჯიბრებები,სადაც მათ სურდათ პირადი ეგერების მიერ დაგეშილი და მათ მიერვე გამოყვანილი საკუთარი ძაღლების ერთმანეთთან შედარება. პირველი შეჯიბრებები ტარდებოდა გაზაფხულზე გნოლზე. დღეს საქვეყნოდაა ცნობილი ამ მოვლენის მასშტაბი, რადგანაც სხვადასხვა მრავალრიცხოვანი შეჯიბრებები ყოველწლიურად ტარდება არა მარტო გნოლზე, არამედ პრაქტიკულად, ყველა სახის სანადირო ფრინველზე. ნადირობა იზღუდება, შეჯიბრებების მასშტაბები კი იზრდება.
შეჯიბრებების მიზანია იმ ძაღლების შერჩევა, რომლებიც შემდგომ მომავალი სანადირო ძაღლების მწარმოებლად გამოიყენებიან. არ შეიძლება ეს ძირითადი მიზანი მხედველობიდან გამოგვრჩეს. როდესაც მონადირე პირველად ესწრება ამ შეჯიბრებას, პირველი რაც მას თავში მოუვა, ეს არის აზრი, რომ ის ესწრება ძაღლების შეჯიბრებას სირბილში. ცხადია, აქ ძებნის სისწრაფე ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებას. ხშირად, ძებნის სიშორე ძალიან დიდია, ხოლო ძაღლების მიერ დამუშავებული ფრინველის რაოდენობა კი მცირე. ასეთ შემთხვევებში ხშირად მონადირე მსგავს სანახაობას ნადირობად ნაკლებად აღიქვამს.
ვიდრე ექსპერტი გავხდებოდი, ბევრს ვნადირობდი და ყოველთვის, როდესაც მინდორში ვმსაჯობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვნადირობ. ამიტომ ამით უნდა აიხსნას ჩემი, როგორც მონადირის რჩევა ძაღლების წამყვანებისადმი: იარეთ რაც შეიძლება ნელა, ეცადეთ იყოთ მეტად ფრთხილი სასტვენის გამოყენებისას.
ცხადია, მე უნდა შევაფასო სვლის სილამაზე, ნავარდისა და ნაბულის სტილი, მაგრამ როგორც მონადირე არც იმას ვივიწყებ, რომ ძაღლი სანადირო სავარგულში იმიტომაა, რომ მოძებნოს ფრინველი და ამ ფრინველზე სროლის საშუალება მომცეს.
რა საჭიროა პოინტერი,რომელიც ბრწყინვალე ნავარდით ნთქავს სივრცეს, მაგრამ არა აქვს უნარი მონადირისათვის მოძებნოს და გააჩეროს ფრინველი?
პოინტერი ნადირობისას
ჩემი აზრით, ძაღლი პირობითად შეიძლება წარმოვიდგინოთ ასეთი სახით: მისი თავი გაყოფილია ორნახევარსფეროდ, რომელთა აქტიურობა გამოიხატება:
-სირბილის სურვილით.
-ნადირობის სურვილით
თუკი სირბლის სურვილი ჭარბობს ნადირობის სურვილს, მაშინ ძაღლი დიდხანს დარბის დაოთხილი შორ მანძილზე, მაგრამ ის არ ნადირობს. და პირიქით, თუ ნადირობის სურვილი ჭარბობს სირბილის სურვილს მაშინ ძაღლი მონადირის გარშემო მიწაში ჩარგული ცხვირით ტრიალებს და ამუშავებს ფრინველის ყოფნის ნებისმიერ შესაძლო ადგილს. იდეალურად ითვლება, ამ ორი ნახევარსფეროს ჰარმონიული წანასწორობა. ეს წონასწორობა ყოველთვის იდეალურად არ არის ბალანსირებული. ძაღლის მოძრაობა დაკავშირებული უნდა იყოს ფრინველის ძებნასთან. ბევრი ძაღლი დარბის, მაგრამ მათ არასაკმარისად აქვთ გულისყური მიმართული ნადირობისკენ.
როდესაც ძაღლს აიძულებენ ისეთ მინდორში ირბინოს, სადაც ფრინველი არ არის, მას ნადირობის ინსტიქტი არ განუვითარდება. თუ ძაღლს გამუდმებით არ აიძულებენ გამოავლინოს ნადირობის ინსტიქტი, მაშინ ასეთი ინსტიქტი თანდათან გაქრება და ძაღლი მხოლოდ სირბილზე იწყებს ფიქრს, ანუ დიდი სისწრაფით, ყნოსვის გამოუყენებლად, ყოველგვარი ნადირობის გარეშე ნთქავს სივრცეს. შეჯიბრებებზე ძაღლი ყოველთვის იდეალურთან მიახლოებულ პირობებშია, ნადირობისას კი ყველაფერი სულ სხვაგვარადაა. ნადირობის დროს მან უნდა გამოავლინოს საზრიანობა,რათა გადალახოს ის წინაღობები, რომლებსაც ის გადაეყრება, მაგალითად, ქარი ძებნის მიმართულებით ან რთული რელიეფი. განსაკუთრებით დამახასიათებელი მაგალითია ძაღლის მუშაობა მთაში, სადაც მან თანაბრად უნდა გადაანაწილოს ფიზიკური დატვირთვები, ხანდახან ზურგის ქარიც გამოიყენოს, რომელიც ხშირად ქვევიდან უბერავს, ასევე ჰორიზონტალური მონაკვეთები ძალების ეკონომიის მიზნით. ჩემი აზრით, საზრიანობა პირველხარისხოვანი თვისებაა, რადგანაც იგი მეძებრის ყველა სხვა თვისებას ამაღლებს.
ამგვარად, ახალგაზრდა ძაღლს ნადირობის ინსტიქტი სანადირო ფრინველის არსებობის შენთხვევაში უვითარდება. ძაღლი თავისი გონიერების წყალობით, წარმატებებისა და წარუმატებლობების შედეგად იძენს იმას, რასაც ჩვენ გამოცდილებას ( ოსტატობას ) ვუწოდებთ.
მინდორში ყოველი ახალი გასვლა და ფრინველთან ყოველი შეხვედრა ახალგაზრდა ძაღლისთვის განვითარების საფუძველი უნდა გახდეს. და თუ ის არ პროგრესირებს, არ ჭკვიანდება, მაშინ ის სულელი ძაღლია, ასეთი ძაღლები საკმაოდ ბევრია. მონადირე ვალდებულია მიეხმაროს ძაღლს გამოცდილების შეძენაში, მიმართოს მისი ძებნა დამახასიათებელ ადგილებში, სადაც ის სანადირო ფრინველს შევხდება. მაგალითად, ყველასათვის ცნობილია, რომ ხორბლის ნათესებში გნოლის სიმჭიდროვე უფრო მეტია მინდვრების განაპირად და შეჯიბრების მსვლელობისას კი ვამჩნევ, რომ ბევრი ძაღლი სწორედ იმ დარჩენილ ოცდაათ მეტრს გამოტოვებს ხოლმე, რადგანაც გეშვისას მათ ასეთ ადგილებს არ ამუშავებინებდნენ.
ნადირობის ინსტიქტის შემდეგ პოინტერის მთავარი იარაღის-ყნოსვის შესახებ ვისაუბროთ.
პოინტერის ყნოსვა-ეს არის ბრწყინვალე რადარი, რომელსაც შეუძლია გაარჩიოს უმცირესი სუნი, მე ვიტყოდი, ფრინველის სუნის უწვრილესი მოლეკულები. მე ვთვლი, რომ ყველა ძაღლს აქვს ყნოსვა, მაგრამ მათგან სულ მცირე ნაწილს ააქვს ფრინველის სუნის ანალიზის უნარი, რაც გამოწვეულია ან ამ სუნის არასაკმარისი ძალით, ან გონიერების უქონლობით. ამასთან აუცილებელია ფრინველის სუნი ძაღლმა თვითონ ფრინველს დაუკავშიროს. ზოგიერთი პოინტერი მშვენივრად ახერხებს საკუთარი ყნოსვის ადაპტირებას ზაფხულის გვალვისადმი, მაშინ როდესაც ყველამ იცის, რომ სუნი ნესტიან ჰაერში უკეთესად ვრცელდება. ასეთი ძაღლები განთქმული არიან და მათზე დიდი მოთხოვნილებაა ესპანეთში, კერძოდ კასტალიის პლატოებზე სანადიროდ.
ნადირობა ძაღლისაგან მრავალ თვისებას თხოულობს, განსაკუთრებით კი, ერთ-ერთ მათგანს, რომელსაც ვერ გამოავლენ შეჯიბრის დროს-გამძლეობას. მე ვთქვი, რომ ფრინველის ჟინიანი ძებნა გამძლეობის მამოძრავებელი ძალაა. მონადირეები დიდად აფასებენ მეძებარს, რომელიც ცივი გადაუღებელი წვიმის დროს რამდენიმე საათი გაუჩერებლად ნადირობს. ეს არის იმ ჟინის ნაყოფი, რომელიც აიძულებს თქვენს პოინტერს ეძებოს ჩიბუხა ყველაზე მძიმე ადგილებში.
მნიშვნელოვანია და აუცილებელია თქვენი ახალგაზრდა პოინტერი ჩააყენოთ მძიმე და სხვადასხვაგვარ პირობებში, სასურველია საკუთარ დედასთან ერთად. დედა იქნება მისთვის მაგალითი, ის აჩვენებს მას სანადირო ფრინველს და თუ მას გონიერება ეყოფა, სწრაფად მიხვდება, რომ ფრინველის საპოვნელად საჭიროა ამ სირთულეების გადალახვა. პოინტერის ჩიბუხაზე გეშვის დროს სწავლების ასეთ მეთოდიკას მე ვთვლი მძიმე, როგორც ძირითად. რა თქმა უნდა, ეს ფრინველი შეიძლება შეგვხვდეს სრულიად განსხვავებულ ბიოპოლში, ზოგან რთულ , ზოგან კი ადვილ ადგილებში. გეშვისას ასეთი რთული პირობების ხელოვნურად შექმნის გარეშე, შემდგომში ძაღლი არ იმუშავებს მაგარ (მძიმე) ადგილებში. ნადირობისას კი, უჩემოდაც კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი გულდასაწყვეტია გამოტოვებული, მოუჩხრეკავი ადგილი.
პოინტერის სპეციალიზირებული, თუ უნივერსალური (მრავალმიზრობრივი) ძაღლია?
თუ თქვენი პოინტერი გონიერია, ის სწრაფად უღებს ალღოს ნებისმიერი სახის ნადირობას. მიუხედავად ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხელოვნურად გაშვებულ ფრინველთან შეხვედრა არ აუმჯობესებს მის სანადირო თვისებებს. პოინტერი, როგორც სხვა ბრიტანული მეძებრები, თავისი თვისებებით (ფართო ძებნისა და მყარი ნაბულით) სანადირო ფრინველის სიმცირის დროს მათ მოსაძებნად იდეალური ძაღლია. მისი თვისებების სრულად გამოსაყენებლად მონადირემ ძაღლს უნდა მისცეს თავის პოტენციალის მთლიანად გამოვნელის საშუალებს, ანუ განუვითაროს ფართო ძებნის უნარი. ძაღლი გამიდმებით კონტაქტში უნდა იყოს წამყვანთან,რომელიც, თავის მხრივ, ძაღლს უტოვებს საკმაო ინიციატივას ადგილმდებარეობის მოსაჩხრეკად. სამწუხაროდ, მონადირეთა უმრავლესობას არ სურს წავიდეს ასეთ კომპრომისზე. საკმაოდ ბევრი მონადირე არ არის დარწმუნებული საკუთარი პოინტერის ნაბულის სიმყარეში, ამიტომ მათგან თხოულებენ თოფის სასროლ მანძილზე ძებნას. მაგრამ თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ძაღლი ნაბულზე მყარად დგას მაშინ მას სანადირო ტალანტის გამოვლენის საშუალება ბოლომდე უნდა მივცეთ: ამ დროს მის გამომეტყველებაში კმაყოფილებას შეამჩნევთ იმის გამო,რომ ის მთლიანად თქვენს განკარგულებაშია. ასევე საჭიროა იმის ცოდნაც, რომ პოინტერი ფლობს ფენომენალურ მეხსიერებას. ეს უნარი,ძაღლის სწავლებისას, დროის მოგების საშუალებას იძლევა,მაგრამ ამას მეორე მხარე აქვს და ამიტომ წვრთნისას უნდა გამოირიცხოს შეცდომები. ეს შესანიშნავი მონადირე თქვენ დაგანახვებთ თავისი პოტენციალის ერთობლიობას და თქვენს შორის შეუდარებელი ნდობა გაჩნდება. ინიატივის გამოსავლენად საკმარისია მხოლოდ შეხედვა,შეუმჩნეველი ჟესტი და თქვენი მდობით დამშვენებული ძაღლი სასურველი ფრინველის მოსაძებნად თავს არ დაზოგავს, წარმატებით მოახერხებს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას, რაც ნადირობისას დიდი სიამოვნებას მოგანიჭებთ.
პოინტერი შეჯიბრებაზე
ჩემი მსაჯობის კარიერის მანძილზე პოინტერებმა მეხსიერებასა და მოგონებებში დამიტოვეს ლამაზი სურათების შთამბეჭდავი კოლექცია.
შეჯიბრების ძირიტადი მიზანი იმ ძაღლების გამოვლენაა,რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იქნენ სანადირო ძაღლების მწარმოებლად. ეს მე უკვე ვთქვი და ეს არის მთავარი. მსაჯებმა არასოდეს არ უნდა გადაუხვიონ ამ მიზანს.
თუ ნადირობის დროს მეძებრის მთავარ ღირსებათ ეფექტური მუშაობა ითვლება შეჯიბრებებზე შემოდის კიდევ ერთი დამატებითი პარამეტრი: ჯიშისათვის დამახასიატებელი სტილი. სტილი ეს არის ძაღლის ”სამოსი”, რომლის გარეშე ძაღლი უჯიშოდ ითვლება. პოინტერი ყველაზე ლამაზი ”სამოსის” მქონე ძაღლია,თვალში საცემად სუფთა მანერები, განსაკუთრებული მოძრაობები მაქვს. ეს ყველაფერი მას განსაკუთრებულ ლაზათს სძენს.
გამალებული ნავარდისას ძაღლი მყისიერად იქცევა ამაყ ქანდაკებად, რომელიც სანადირო ფრინველთან უხილავი ძალითაა დაკავშირებული. აი ესაა პოინტერი. მისი ნაბული ჰგავს წარმოუდგენელი ძალით შეჩერებულ გასროლილ ტყვიას, მოქნეულ შოლტს. მოძრაობის ასეთი სტილი შეჯიბრებაზე უმაღლესი შეფასების საწინდარია.
შეჯიბრების ჩატარების ადგილი სხვადასხვანაირია და დამოკიდებულია კონკრეტული ღონისძიებების ამოცანებზე და სანადირო ფრინველის ნაირსახეობაზე. ჩემი აზრით,დიდი ძებნის შეჯიბრებები მწარმოებლების შერჩევის საშუალებას იძლევა. მაშინ როდესაც სანადირო ძებნის შეჯიბრებები ამ მწარმოებლის შთამომავლობის სანადირო თვისებების გამოვლენას ემსახურება.
მე არ ვლაპარაკობ შეჯიბრებებზე სადაც ფრინველი ხელოვნურადაა გაშვებული.ჩემი აზრით, ეს შეჯიბრებები სანაშენე მუშაობაში დიდ როლს არ ასრულებს.
მე ამ აბზაცში მოვახდენ შეჯიბრებების კლასიფიცირებას, დავიწყებ რა ისეთი სპეციფიკური შეჯიბრებიდან, სადაც სანადირო ობიექტი მწყერია. ეს შეჯიბრება სპეციფიკურია იმის გამო, რომ მწყერი არც თუ ისე ველური ფრინველია. აქ ჩვენ ძაღლისგან ვთხოულობთ განსაკუთრებულ სწორად დაყენებულ ძებნას და მუშაობის გამორჩეულ სტილს. ასეთი შეჯიბრებები განსაკუთრებით აღიარებულია იტალიაში, რადგან მაყურებელს საშუალება ეძლევა დააკვირდეს ძაღლის მუშაობას. დიდი ძებნის შეჯიბრებებზე კი მაყურებელს არ აქვს შესაძლებლობა ისიამოვნოს მათი მუშაობის ქცევით,შეჯიბრებების დიდი ნაწილი მაყურებლისთვის ბინოკლიც კი თვალმიუწვდენელ მანძილზე მიმდინარეობს. მწყერზე შეჯიბრებაში მონაწილე ძაღლები ძებნის აღნიშნულ მანერას მუდმივად ინარჩუნებენ,ეს მანერა კი გნოლის საძებრად სრულიად არ არის იდეალური (ეს მედლის მეორე მხარეა). ჩიბუხას, როჭოს, ველურ ხოხობს, წითელ და ჩვეულებრივ გნოლს ქცევის ასეთი თავისებურებები ახასიათებთ, რომლებიც ჩვენი პოინტერების შესამოწმებლად გადამწყვეტია.
იტალიაში ჩიბუხაზე შეჯიბრება ჭაობებში ან ბრინჯის მინდვრებში ტარდება. ეს ფრინველი ძაღლისთვის რთული დასამუშავებელია. ძაღლს უნდა ჰქონდეს შერჩევითი ყნოსვა. ჭაობის მრავალრიცხოვან მობინადრეთა ( ჩიბისები, თაგვები, ვირთხები, ნუტრიები) მიერ გამოცემულ სუნებს შორის, ძაღლი კონცენტრირებული უნდა იყოს მხოლოდ ჩიბუხას სუნზე. ჩიბუხაზე მომუშავე ძაღლებმა იციან ტიპური ადგილები, სადაც სასურველი ფრინველის პოვნა შეიძლება.
მთაში ჩატარებული შეჯიბრება ძაღლისაგან განსხვავებული მანერით ძებნასა და მთის ლანდშაფტისადმი განსაკუთრებულ ადაპტაციას მოითხოვს. ალპებში როჭოზე შეჯიბრებსას დამატებით სიძნელეს ქმნის მოცემული საფარის სიმაღლე, რასაც ვერ შეხვდები პირენეის მთებში გნოლზე ჩატარებული შეჯიბრებისას. მთაში ნადირობა, გამოცდაა ძაღლისათვის. ასეთი შეჯიბრება ნადირობას მაქსიმალურად უნდა იყოს მიმსგვსებული. წამყვანები და მსაჯები უნდა მოძრაობდნენ ნელა, რათა ძაღლებს ადგილმდებარეობის ეფექტურად მოჩხრეკის საშუალება მისცენ.
ჭაობი იქნება, ტყე თუ მთა, პოინტერი ყველანაირ პირობებში მუშაობას ეგუება. ჩემი კარიაერის მანძილზე, მე მინახავს სამივე დისციპლინაში მონაწილე უბრწყინვალესი პოინტერები. ყოველი მათგანი პატრონის მიერ იყო წარმოდგენილი; პატრონები კი ამ ნადირობის სპეციალისტები იყვნენ.
გაზაფხულსა და შემოდგომაზე, გნოლზე შეჯიბრებებს შორის, ყველაზე პრესტიჟილად დიდი ძებნის შეჯიბრება ითვლება. საგაზაფხულო დიდი ძებნის შეჯიბრებები ზეთის ხილის ხეებს შორის რბილი ჰავის პირობებში, ანდალუზიის ბორცვოვან მინდვრებში წითელ გნოლზე ტარდება, ხოლო ძალიან მფრთხალ გნოლზე ცივ ქარებიან ბეოსის თვალუქვდენელ ველებზე ან შამპანის პროვინციაში,აგრეთვე საბერძნეთსა და სერბიაში,სადან აფრენილი გნოლი ნამდვილი ფოლადის ხმას გამოსცემს. შემოდგომაზე დიდი ძებნის შეჯიბრებები ტარდება პოლონეთში, ზამთარში კი საფრანგეთში.
დიდი ძებნა ისევე როგორც პოინტერის ჯიში ვერ იტანს უფერულობას. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება და ამიტომ ყურადღებაა საჭირო. მსაჯები სწორად უნდა განლაგდნენ, წინასწარ განჭვრიტონ მოვლენები და ძაღლები გამუდმებით იყოლიონ მხედველობის არეში. წამყვანები ვალდებულები არიან ნორმალური ნაბიჯით იარონ ერთმანეთის პარალელურად დაბრკოლება არ შეუქმნან კონკურენტის ძაღლს, უმიზეზოდ არ იხმარონ სასტვენი, თავი შეიკავონ სირბილისგან იმ მიზნით, რომ დაინახონ თუ სად იმყოფება საკუთარი ძაღლი. ძაღლის მუშა თვისებების შეფასებისას ექსპერტის აზრი ზოგჯერ განსხვავდება წამყვანის აზრისგან, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ წამყვანების უმრავლესობა სპორტსმენია და როგორიც არ უნდა იყოს ადამიანური შეცდომა, კარგი პოინტერის ფასი ბოლოს და ბოლოს მაინც გამოვლინდება.
მე ვალდებული ვარ პატივი მივაგო ჩემს მასწავლებელს განსაკუთრებით ჟან პიერ ბოუნის, რომლებმაც მასწავლეს ”საკუთარ ქმედებებში ეჭვის შეტანის შემტხვევაში,შეფასება უნდა მოხდეს ძაღლის სასარგებლოდ”.
ჩვენ მშვიდად უნდა გავიაზროთ საკუთარი შეცდომები მსაჯობისას, შეცდომები ძაღლის მართვისას და ყოველთვის გვახსოვდეს რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი კარგი პოინტერებისგან
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!