|
ბრაზილიაში 30 წლის კაცი ფუტკრებისგან თავის დაღწევის მიზნით ტბაში ჩახტა, სადაც ის პირანიებმა შეჭამეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი მინას-ჟერაისის შტატში, ერთ-ერთი ფერმის მახლობლად მდებარე ტბაზე მოხდა.
სამი კაცი ტბაზე სათევზაოდ იყო მისული, როდესაც მათ ფუტკრების გუნდი დაესხა თავს. მამაკაცები ტბაში ჩახტნენ, ერთ-ერთი მათგანი კი დაიხრჩო. მაშველებმა ცხედარი ნაპირიდან ოთხ მეტრში იპოვეს.
|