|
მინერალებისა და ვიტამინების საბადოა, ორგანიზმიდან დევნის ცუდ ქოლესტერინს, აქვეითებს ტრიგლიცერიდისა და არტერიული წნევის მაჩვენებელს, ებრძვის დეპრესიას, ანთების საწინააღმდეგი ეფექტი გააჩნია – ეს თევზია, პროდუქტი, რომლის სარგებლიანობაზეც ყველა თანხმდება. თევზი მაღალი კვებითი ღირებულების სასურსათო პროდუქტია, რომელიც ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და წყლის განსაკუთრებით დაბალანსებული შემცველობით ხასიათდება. სწორედ ამიტომ ის ორგანიზმისთვის შეუცვლელი პროდუქტია და მისი მინერალური შემადგენლობა ხელს უწყობს ადამიანის აქტიურ, გონებრივ და ფიზიკურ მუშაობას. |