იაპონიის კუნძულებზე- ჰონსიუსა და კიუსიუზე ბინადრობს უცნაური გარეგნობის ცხოველი- იაპონური სერაუ, რომლის შეფერილობაც ნაცრისფერ მგელს მოგაგონებთ, თუმცა მისი რქები თხას.
არსებობს იაპონური სერაუს ორი ქვესახეობა - crispus, რომელიც იაპონიაში ბინადრობს და Swinhoei, რომელიც მხოლოდ ტაივანის კუნძულებზეა გავრცელებული. სუმატრულ სერაუსგან განსხვავებით მისი ბეწვი მეტად ხშირი და შედარებით გრძელია, კუდი კი ფუმფულა, მაგრამ მას არ აქვს ისეთი გრძელი ფაფარი, როგორიც სუმატრულ სერაუს.
გასულ საუკუნეებში სერაუ იაპონიის თითქმის ყველა მთიან და ტყიან ადგილზე ბინადრობდა- ჰონსიუს, კიუსიუს, სიკოკუს კუნძულებზე, მაგრამ ახლა მას მხოლოდ ჰონსიუსა და
კიუსის (მცირე რაოდენობით) ტერიტორიებზე შეხვდებით. ტყეების განადგურებამ, ამ ჩლიქოსნების შემცირება გამოიწვია.
ხორცისა და ბეწვის გამო მასზე მუდმივად ნადირობდნენ. 1924 წელს ამ ცხოველის მკვეთრი შემცირების გამო, ის "ბუნების განსაკუთრებულ ძეგლად" გამოაცხადეს, რაც სერაუს სრულიად იცავდა ბრაკონიერებისგან. მოგვიანებით, სახეობის გადასარჩენად, რამდენიმე რეზერვუარი შეიქნა. ღონისძიებები ეფექტური აღმოჩნდა და მათი რაოდენობა გაიზარდა.
იაპონური სერაუ არ გამოირჩევა დიდი ზომებით. მისი წონა 35-38 კგ-ს შეადგენს, ხოლო ნიდაოდან 60-90 სმ სიმაღლეს აღწევს (საშუალოდ 70 სმ), მაგრამ ზოგიერთი ზრდასრული ინდივიდი 130 კგ-საც იწონის. ამასთანავე მამრი უმნიშვნელოდ დიდია მდედრზე. მისი შეფერილობა შესაძლოა იყოს შავი, ნაცრისფერი, მუქი ყავისფერი ზურგზე თეთრი ლაქებით. საინტერესოა, რომ იაპონური სერაუს ასაკი მისი რქებზე არსებული რგოლების მიხედვით მარტივად მისახვერდია. დაბადებიდან პირველ ზამთარს სერაუს რქების ადგილას პატარა ჩაღმავებები უჩნდება, ხოლო მომდევნო ზამთარს პირველი რგოლი წარმოიქმნება.
ზრდასრული ინდივიდი განცალკევებით ცხოვრებას ამჯობინებს. მისი საკვები რკო, იაპონური კვიპაროსისა და ტუის ფოთლებია. სერაუ სექტებრიდან ნოემბრის პერიოდში წყვილდება. ასევე, შეიძლება პატარა ჯგუფებად შეიკრიბონ ზამთრის მიწურულს, რათა თბილ ამინდებს ერთად შეხვდნენ.
იაპონური სერაუ აქტიურია დილით და საღამოს, ხოლო დანარჩენ დროს უპირატესობას ანიჭებს ხის ჩრდილში დასვენებას. მდედრი ცდილობს რაც შეიძლება მალული ადგილი იპოვოს, რათა იმშობიაროს. ჩვეულებრივ სერაუ ერთ ნაშიერს შობს, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ორიც დაბადებულა. ეს ინდივიდი ზრდასრულად 2,5 წლის ასაკიდან ითვლება, ხოლო მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-12 წელია. უნდა აღინიშნოს, რომ მტაცებლებისა და სხვადახვა დაავადების გამო, ხშირად სერაუ 5 წელზე მეტს ვერ ცოცხლობს.
Zooclub
Zooclub
Zooclub
Zooclub
წყარო: https://zooclub.ambebi.ge/zuu/literatura/6742-iaponuri-serau-mgeli-ckhvris-tyavshi.html
|