იქნებ დაფიქრება სჯობდეს სანამ საფრთხეს შეუქმნი როგორც საკუთარ ასევე სხვების სიცოცხლეს!
2018-02-22
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სოფელ მუჟავაში 19 წლს ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც "ნიუპოსტს" ნოდარ მებონას მეზობლებმა განუცხადეს, ბიჭი ელექტრომოწყბიოლობის გამოყენებით თევზს იჭერდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო.
28.05.2018
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშიზე, 43 წლის მამაკაცი ელექტროაპარატით თევზაობისას გარდაიცვალა. მას, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ცნობით, მამაკაცი კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
16.09.2019
16 სექტემბერი — Sputnik. თეთრიწყაროში თევზაობისას მამაკაცი გარდაიცვალა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი თევზაობისას თვითნაკეთი დენის აპარატს იყენებდა, რა დროსაც მას დენმა დაარტყა.
7-05-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბადიაურის ტბაზე 24 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ტბაზე მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იყო წასული. ის კუსტარულად დამზადებული თევზსაჭერი მოწყობილებით ცდილობდა თევზაობას, როცა დანადგარი მწყობრიდან გამოვიდა.
ახალგაზრდას დენმა დაარტყა, წყალში გადავარდა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში 17 წლის გიორგი ჭუმბაძე გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, ის მდინარეში ელექტრო საჭერით თევზაობდა და დენმა დაარტყა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ის მალევე გადაიყვანეს ოზურგეთის ცენტრალურ კლინიკაში, თუმცა, როგორც მედიკოსები „გურიის მოამბესთან“ საუბარში აღნიშნავენ, ჭუმბაძე უკვე გარდაცვლილი იყო.
წყარო: http://Www.bazieri.ge
|