მინდა თქვენც, სპინინგის მოყვარულებს, გაგიზიარ ჩემი გულისტკივილი და ხედვა.
სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის და აქვაკულტურის განვითარების პერსპექტივები საქართველოში
ტურიზმი მხოლოდ კაზინოები, სარესტორნო ბიზნესი და კაზანტიპების მსგავსი ღონისიებები არაა!
თუ გვინდა, რომ ტურისტების უფრო შემოსავლიან და ფინანსურად მეტი შესაძლებლობების მქონე პრემიუმ კატეგორიაზე გასვლა, ამისთვის აუცილებებია კომპლექსური შესაძლებლობები გაგვაჩნდეს. მათ შორის აუცილებელია,
გამართული სპორტულ-სამოყვარულო სათევზაო ინფრასტრუქტურის არსებობა, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი იქნება მთელი ქვეყნის მაშტაბით (ყველა მდინარეზე და წყალსატევზე) და არა ლოკალურად, მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზე.
თუმცა, ეს ყველაფერი, მკაცრად უნდა იქნეს დაცული ყოველგავარი ბრაკონიერობისაგან.