წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილისუბანში მგელი ადგილობრივებს თავს დაესხა. მტაცებლის მოგერიება 24 წლის ტარიელ მიქელაძემ შეძლო, რომელიც მას შიშველი ხელებით შეებრძოლა.
შემთხვევა 19 მარტს, საღამოს მოხდა. ჩრდილისუბანი ტყესთან ახლოსაა და თეთრიწყაროს რაიონის საძოვრებს ესაზღვრება. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მგელი სწორედ იქიდან გადმოვიდა.