წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში მგელმა ხუთი ადამიანი დაკბინა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ორი დღის წინ მტაცებელმა ოთხი თანასოფლელი დაკბინა, წუხელ კი კიდევ ერთ ადამიანს დაესხა თავს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დაზარალებული ბაზარში პროდუქტის წასაღებად ემზადებოდა.
დაზარალებულებს აცრები ჩაუტარდათ და მკურნალობას სახლში აგრძელებენ. მოსახლეობა მონადირეების დახმარებას ითხოვს.
|