კალანდის დილა თოფების გრიალით იწყებოდა და ასე ამცნობდნენ გურულები ერთმანეთს ახალი წლის შემობრძანებას. მანამდე კი იყო რიტუალები, რომლისთვისაც მზადებას გურული კაცი თურმე 40 დღით ადრე იწყებდა. პირველ რიგში, საკალანდო ღორს და მამალს სასუქში ჩასვამდნენ, დაკვლამდე კარგად რომ გასუქებულიყო. მთელი რიგი სამზადისისა უკვე 13 იანვრის, ანუ ცხემლის ჭრის საღამოს იწყებოდა, როცა ოჯახიდან მამაკაცები ტყეში ცხემლის საჭრელად წავიდოდნენ,