1. სტატისტიკური მონაცემების თანახმად,დღეისათვის ბუნებაში შავარდნისნაირთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე მტაცებელი ფრინველის – არწივის 60 სახეობაა გავრცელებული.მათი გავრცელების უმთავრესი არეალებია – ევრაზიის,აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიები,დაწყებული უდაბნოებიდან,დამთავრებული ტყე-ტუნდრების ჩათვლით. (ავტორი გენია.ჯი) არწივების რამდენიმე სახეობის ხილვა ასევე შესაძლებელია ავსტრალიისა და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიებზეც.
2. არწივების რიგის მტაცებლები ხორცის მჭამელი ფრინველებია,თუმცა მათ შორისაც მოიძებნება გამონაკლისი.ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტაცებელი ფრინველი არწივისნაირთა რიგისა – გრიფის არწივი,რომელიც გავრცელებულია აფრიკის კონტინენტზე განთავსებულ საჰარის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში,თანამოძმეებისაგან განსხვავებით,უპირატესობას პალმის ზეთისხილის ნაყოფით გამოკვებას ანიჭებს.
3. ფილიპინური არწივის გაშლილი ფრთების სიგრძე – 250 სანტიმეტრს უტოლდება.ისინი იმდენად დიდნი და ძლიერნი არიან,რომ ისეთი დიდი ზომის მსხვერპლი მოინადირონ და შორ დისტანციაზე ატარონ,როგორებიცაა – ანტილოპა,თხა,მაიმუნი და სხვა.
4. არწივების რიგის უმრავლესობის წარმომადგენლებში მდედრები მამრებზე გაცილებით დიდი ზომებითა და ძლიერი ფიზიკური შესაძლებლობებით გამოირჩევიან.
5. აფრიკის კონტინენტზე,კერძოდ,საჰარის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში გავრცელებულ საბრძოლო არწივს ფრენისას რამდენიმე საათის განმავლობაში ისე შეუძლია ფრენა,რომ ფრთებს ერთხელაც კი არ გაიქნევს.
6. არწივის თვალში ერთ კვადრატულ მილიმეტრზე განთავსებულია მილიონი სინათლის მგრძნობიარე უჯრედი,რაც ხუთჯერ მეტია,ვიდრე ადამიანის.შესაბამისად,არწივებს ადამიანებთან შედარებით ბევრად უკეთესი მხედველობა გააჩნიათ.მაშინ,როდესაც ადამიანის სამ ძირითად ფერს ხედავს,არწივები ხედავენ ხუთს.სწორედ ეს არის მიზეზი იმისა,რომ ცის დაუნდობელი მტარვალები დიდი სიმაღლიდან შესანიშნავად არჩევენ კარგად შენიღბულ მსხვერპპლსაც კი. – (ავტორი გენია.ჯი)
7. არწივისნაირთა რიგის ერ-ერთი ყველაზე ძლიერი მტაცებელი ფრინველი ფილიპინური არწივი,სამწუხაროდ,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ფრინველად მიიჩნევა.ბრაკონიერობის გამოისობით მათი რაოდენობა იმდენადაც კი შემცირდა,რომ ფილიპინების რესპუბლიკის პარლამენტი იძულებული გახდა მიეღო უმკაცრესი კანონი.კანონი,რომლის თანახმადაც ფილიპინური არწივის მკვლელობა 12 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
8. ფლორისა და ფაუნის მკვლევარების მიერ დღემდე აღმოჩენილი ყველაზე დიდი ბუდე,რომელიც კი ოდესმე ფრინველს აუგია,თეთრთავა ფსოვის ბუდეა.მისი სიღრმე 4 მეტრი,სიგანე 2,5 მეტრი,ხოლო მასით კი – ერთ ტონას იწონიდა.
9. დიდი ძველბერძენი პოეტები და მწერლები,ისეთები,როგორებიც იყვნენ – მარკუს ანეუს ლუკანუსი და პლინიუს უფროსი წერდნენ,რომ არწივებს მზისთვის ძალუძდათ თვალის გასწორება, და, წერდნენ იმასაც,რომ ისინი ამას თავიანთ მართვეებსაც აიძულებდნენ.მათივე მტკიცებით,იმ შემთხვევაში,თუკი რომელიმე მართვე მზეს თვალს არ ან ვერ გაუსწორებდა,მშობელი მას ბუდიდან აგდებდა და ფაქტობრივად,სასიკვდილოდ წირავდა.არწივებისადმი ასეთი წარმოდგენა ანტიკური ხანიდან შუა საუკუნეების პერიოდამდე იყო გავრცელებული ევროპაში. – (ავტორი გენია.ჯი)
10. ყოველი წლის 10 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში – “არწივების დაცვის დღე” აღინიშნება.