"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" წარმომადგენლის ნინო ჩხობაძის თქმით, წლევანდელი ზამთარი განსაკუთრებით ცივი იქნება, რასაც მოწმობს ევროპელი ექსპერტების პროგნოზები. ამის შესახებ ექსპერტმა "რადიო პალიტრის" გადაცემა "მწვანე ზონას" ეთერში სტუმრობისას განაცხადა:
"ერთ-ერთი შვეიცარიელი ექსპერტის მიერ, საიდუმლოდაა გამხელილი მსოფლიოსთვის, რომ 2017 წელი იქნება ბოლო, როცა გვექნება მეტნაკლებად სტაბილური კლიმატი, შემდეგი წლიდან კი ცვლადების პროგნოზია. წლევანდელი ზამთარი უკვე ცივია. დაიდო ევროპული პროგნოზი და ტემპერატურა ძალიან დაეცემა, გოლფსტრიმმა უკვე შეიცვალა მიმართულებები - ეს ნიშნავს, რომ გამყინვარება იწყება ევროპის კონტინენტზე.