გაიზარდა თუ არა საქართველოში მგლების რაოდენობა და მათი მხრიდან შინაურ საქონელზე თავდასხმის ფაქტები, საჭიროა თუ არა მგლის ამოღებაზე ახალი რეგულაციის შემუშავება და როგორი უნდა იყოს ის? ამ საკითხებზე www.mtisambebi.ge ზოოლოგ ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა.
- როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აცხადებენ, საქართველოში გაიზარდა მგლების რაოდენობა და გახშირდა შინაურ საქონელზე მათი თავდასხმის ფაქტები.