ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს მთავრობამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დავცის სამინისტროს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი განიხილა .
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნადირობის წესების დარღვევისათვის მკაცრდება. ნადირობის წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება და სამართალდამრღვევს მინიმუმ 1 წლის ვადით სანადირო იარაღის ტარების უფლება ჩამოერთმევა.