ბრაკონიერობა ჩვენი ქვეყნისთვის უმწვავესი პრობლემაა: ადამიანებმა, რომლებიც ნადირობისას "აკრძალულ ილეთებს" იყენებდნენ და დღესაც იყენებენ, დიდი ზიანი მიაყენეს საქართველოს ფლორასა და ფაუნას. გამონაკლისს არც წყალქვეშა სამყარო წარმოადგენს. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იქთიოლოგი ბელა ჯაფოშვილი ამბობს, ბრაკონიერებმა ამ უწყინარ, ლამაზ არსებებს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს.
- ბრაკონიერობა საქართველოსთვის დიდი საფრთხეა, რადგან მისი გაკონტროლება ვერ ხერხდება. სამწუხაროდ, ადამიანებს ასეთი დამოკიდებულება აქვთ: რაკი მდინარის პირას ცხოვრობენ, იქაურობას თავიანთ საკუთრებად მიიჩნევენ და არ უფრთხილდებიან. მიუხედავად
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!