როდესაც მაიკ ჟივანჟიმ (Mike Jivanjee) ორეგონის შტატში მდებარე ტბა ოსვეგოსთან (Lake Oswego) ობლად დარჩენილი ბატის ჭუჭული გადაარჩინა, ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ უახლოეს მომავალში იგი მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი გახდებოდა.
ბატის ჭუჭულს სახელად კაილს (Kyle) იმდენად შეუყვარდა თავისი მზრუნველი მეპატრონე, რომ უკვე ორი წელიწადია მას არ ტოვებს.
|