გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიშში მოქალაქე დაურეგისტრირებელი სანადირო თოფითა და გასანათებელი მოწყობილობისა (ფარი) გამოყენებით ნადირობდა . შედგა შესაბამისი ოქმი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ვანის რაიონის სოფელ სალხინოში მოქალაქე თევზაობდა მცირე ზომის ნავით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოს გამოყენებით. მოქალაქეს ჩამოერთვა ნავი, ელექტრონული ხელსაწყო და უკანონოდ მოპოვებული თევზი.
ზაფხულის მიწურულს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით ფრინველების მასშტაბური მიგრაცია იწყება. აღმოსავლეთ ევროპიდან და ჩრდილო აზიიდან აფრიკის მიმართულებით ყოველწლიურად 35-მდე სახეობის მტაცებელი მიფრინავს, თუმცა, სანამ საბოლოო დანიშნულების პუნქტს მიაღწევენ, აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანი უნდა გაიარონ, რომელიც გადამფრენი მტაცებლების კონცენტრაციის თვალსაზრისით, მსოფლიოში მნიშვნელობით მესამეა. „თბილ ქვეყნებში“ მოსახვედრად ფრინველებმა გზად ბევრი დაბრკოლება უნდა გადალახონ და თუ მაგალითად
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!