ახალციხის რაიონში დათვმა ორი მამაკაცი დაგლიჯა, შემთხვევა სოფელ გურკელში მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან განუცხადეს, დაშავებულია 62 წლის ალექსანდრე ჭ. და 50 წლის შოთა ყ.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე შედგენილია გასაუბრების ოქმები და მიმდიანრეობს წინა საგამოძიებო ღონისძიებები. მათივე განცხადებით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.