თამაზ კარაპეტიანი: "დაჯარიმებისას იმასაც კი მეუბნებოდნენ, შენ, სომეხს, რაში განაღვლებს, მე, ქართველი, აქ რას ვიზამო"
ერთი თვის წინ ვწერდით, რომ ბორჯომის რაიონის ზოგიერთი მცხოვრები ტყის განადგურებას აღარ სჯერდება და რეინჯერებს ფიზიკურად უსწორდება - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს ბრაკონიერები თავს დაესხნენ და ავტომობილები დაუმტვრიეს. ცემა მუშტიკრივში გადაიზარდა. საქმე ქონების დაზიანებისა და ცემის მუხლებით აღიძრა. ახლახან კი დამნაშავეებს მხოლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრეს.