|
11 ათას ლარად გაყიდული „ეკის მთა“, დაანონსებული ცემენტის ქარხანა და გარემოზე ზემოქმედების ჯერ არ გაცემული ნებართვა
„ვერსიის“ საგამოძიებო ბიურო აგრძელებს სტატიების ციკლს, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოტიანეთსა და ნოსირში, მიმდინარე ცემენტის კლინკერის ქარხნის მშენებლობასა და კირქვის საბადოს ამოქმედებას შეეხება. ქარხანა ოფიციალურად უკვე გაიხსნა; უფრო სწორად, მშენებლობა დაანონსდა, თუმცა დღეს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გარემოს დაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ არა აქვს გაცემული გარემოზე ზემოქმედების შეფასება ( ე.წ. გზშ), რომელმაც უნდა გვიპასუხოს შემდეგ კითხვებზე - რა გავლენას მოახდენს სოფელ კოტიანეთის კირქვის საბადო გარემოზე, ასევე ცემენტის ქარხნის მშენებლობა სოფელ ნოსირში , დააყენებს თუ არა ეკოლოგიური პრობლემის წინაშე სენაკის მუნიციპალიტეტს, ზოგადად, კოლხეთის დაბლობსა და შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას. |