"ზოოპარკის თბილისის ზღვაზე სრულად გადატანა საკმაოდ შრომატევადია და დაახლოებით 3-4 წელი დასჭირდება," - ამის შესახებ ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ განხორციელებული სამუშაოების დათვალიერებისას განუცხადა.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ძველი ზოოპარკის გამოთავისუფლებულ ადგილზე სარეკრეაციო ზონა გაკეთდება.