ყველა ადამიანს თავისი ჰობი აქვს. ზოგს ნადირობა იტაცებს, ზოგს თევზაობა, ზოგი იშვიათი წიგნების კოლექციას აგროვებს, ზოგიც - სხვადასხვა ნივთებს. მსგავსი მიდრეკილებები სახელმწიფო ლიდერებსაც აქვთ. ძლიერნი ამა ქვეყნისანი ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ და საკუთარ ქვეყანასა და მსოფლიოს ბედზე ზრუნვისგან თავისუფალ დროს, საყვარელ საქმეს უთმობენ.
გართობა საბჭოთა ლიდერებსაც უყვარდათ, განსაკუთრებით კი ლეონიდ ბრეჟნევს. "გენსეკს", რომელიც მსოფლიოს ერთ-მეექვსედს 18 წლის განმავლობაში მართავდა, ორი დიდი სისუსტე ქონდა - ნადირობა და ავტომობილები.