მთავარი » 2016»მაისი»26 » თბილისის ყველა უბანში ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ტარდება
22:06:53
თბილისის ყველა უბანში ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ტარდება
სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის ყველა უბანში წინასწარ განსაზღვრულ 60 ლოკაციაზე ცოფის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ატარებს. 2 ვეტერინარისგან შემდგარი ჯგუფი თითო ლოკაციაზე 2-3 დღის განმავლობაში დილის 9 საათიდან შუადღის 14 საათამდე იმუშავებს. მოსახლეობას საშუალება ექნება მიიყვანოს საკუთრებაში მყოფი, ასევე მიკედლებული (ქუჩის) ძაღლი და კატა ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციის ჩასატარებლად. ცხოველთა მეპატრონეებს ასევე დაურიგდებათ საინფორმაციო ლიფლეტები ცოფის დაავადების შესახებ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!