გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს რაჭის განყოფილების თანამშრომლებმა დათვის ბელი გადაარჩინეს, რომელიც ონის რაიონის სოფელ გლოლაში მდინარე ჭანჭახს მოჰქონდა. დათვის ბელს დაზიანებული აქვს უკანა მარცხენა კიდური. ცხოველს დახმარება ადგილზე გაუწიეს. ის გადაყვანილია თბილისში და შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით დროებით მიბარდა კომპეტენტურ პირს, რომელიც იზრუნებს მის მოვლა-პატრონობაზე.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!