გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თემურ მურღულიას განცხადებით, მტკვრის დონესთან დაკავშირებით არანაირი ემოციებისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” თემურ მურღულიამ განუცხადა, თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს საზღვართან დაახლოებით, 15 კილომეტრში მდებარე ”ქაია ბეის ჰესი” წყალუხვობის დროს იმაზე მეტ წყალს ატარებს, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება.