რიჩი ულამაზესი ფუმფულა კატაა, რომელიც პატრონებთან და ძაღლებთან ერთად ბანკოკში ცხოვრობს. ამ უცნაური ხროვის პატრონის პუსანისა დაისაპიროს თქმით, თავიდან ცხოველები ერთანეთთან ხშირად ჩხუბობდნენ, თუმცა, ერთმა უმნიშვნელო ფაქტმა მათი ურთიერთობა რადიკალურად შეცვალა. 5 წლის წინ დაისაპიროს დამ სახლში მიიყვანა კატა, ხოლო შემდეგ - ჩიხუახუას ლეკვი, კიდევ ერთი ლეკვი და საბოლოოდ, მათ ოჯახში შვიდი ძაღლი დაბინავდა. კატასა და ძაღლებს შორის ხშირი უთანხმოება იყო, თუმცა, ბოლო რამდენიმე თვის წინ პატრონმა მათ ერთობლივი ფოტო გადაუღო - რიჩი და შვიდი ძაღლი. სწორედ მას შემდეგ დამეგობრდნენ ცხოველები. ისინი ყოველ დღეს ერთად ატარებენ და ერთად იძინებენ."რიჩი ხროვის ლიდერია. თუ ძილის დროა და ძაღლები ხმაურობენ, კატა კნავის. გაგიკვირდებათ, თუმცა, ძაღლები კატის "ბრძანებას" ემორჩილებიან. ჩხუბი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ძაღლები მძინარე კატასთან თამაშს ცდილობენ."- ამბობს ცხოველების პატრონი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!