გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ხაშურის რაიონის სოფელ სათივესთან, მდინარე მტკვარზე სამართალდამრღვევი თევზაობდა თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი. მას მოპოვებული ჰქონდა 11.20 კგ ხრამულის სახეობის თევზი.
შედგა შესაბამისი ოქმი.
|