გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ გასაბერი ნავი, "აკუმულატორი", ელ.შოკური აპარატი, ჩოგანი, ნიჩაბი და ჰაერის ტუმბო. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.