გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამონადირეო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად ნადირობის სფეროს ინსტიტუციურ მოწყობას.
მხარეებმა ნადირობის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი ეფექტურად გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ნადირობის სფეროს რეგულირებისა და ინსტიტუციური მოწყობის ევროპაში აპრობირებული მოდელები.
იხილეთ ვიდეო