გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, ფოთში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონდამრღვევები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ნადირობდნენ. შედგა შესაბამისი ოქმი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ფოთში დაჭრილ მდგომარეობაში მყოფი ხუჭუჭა ვარხვი იპოვეს. აღნიშნული ფრინველი წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მასზე ნადირობა აკრძალულია. ამ ეტაპზე უცნობია სამართალდამრღვევის ვინაობა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაჭრილი ფრინველი მკურნალობის მიზნით თბილისის ზოოპარკს გადასცეს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!