გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდინარე იორზე სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით. მათ მოპოვებული ჰყავდათ 11,600 კგ თევზი.
სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ სამართადარღვევის ჩადენის იარაღები. მასალები შემდეგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს.