ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 2015 წლის მაისიდან ოქტომბრის პერიოდში თბილისის უსახლკარო ძაღლები დაითვალა. როგორც ZooClub.ge-ს ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლერი ქვარაიამ, განუცხადა, აღნიშნული პროცესი სააგენტოს თანამშრომლების მონაწილეობითა და შიდა რესურსებით განხორციელდა. მისი თქმით, პროექტის მთავარი ამოცანა უპატრონო ძაღლების პოპულაციის რიცხოვნობის დადგენა და იმ ინფორმაციის მიღება იყო, რომელიც სააგენტოს მომდევნო ქმედებათა სწორად დაგეგმვის საშუალებას მისცემდა.
როგორ განვასხვავოთ ჰასკისა და მალამუტის ლეკვი ერთი შეხედვით? 28.12.2015 იცოდით, როგორ უნდა განასხვავოთ ჰასკი და მალამუტის ლეკვი ერთმანეთისგან? არაერთ ადამიანს ერევა ეს ორი ჯიში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ლეკვები არიან. ჰასკის აქვს შუბლზე გვირგვინის მაგვარი თეთრი ნიშანი, რომელიც მდებარეობს თვალებს შორის, რაც მეტად ჯიშიანია ძაღლი, ეს ნიშანი მეტად არის გამოკვეთილი. მალამუტს იმავე ადგილზე გულის ფორმის თეთრი ლაქა აქვს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!