წარმართულ რომის იმპერიაში ქრისტიანობა სასტიკად იდევნებოდა. მას მონათა რელიგიას უწოდებდნენ, რადგან ქრისტეს მიმდევრების უმეტესობა დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდა ... წმინდა ბარბარეს პატიოსანი ნეშტი ღვთისმოსავმა ვალენტინემ ილიოპოლში წაასვენა, პატივით დაკრძალა და მის საფლავზე ტაძარი ააგო. VI საუკუნეში ნეტარი დიდმოწამის წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, საიდანაც XII საუკუნეში კიევში იქნა გადასვენებული. სწორედ აქედან მოხვდა მისი წმინდა ნაწილი საქართველოში, თბილისში, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესიაში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!