გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 11 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევები ნადირობდნენ გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე (6 ფაქტი). წყალტუბოს, ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონებში მოქალაქეები ნადირობდნენ გასანათებელი მოწყობილობით, ე.წ. „ფანრით“ (5 ფაქტი).
შედგა შესაბამისი ოქმები.
სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები დაილუქა.