4 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს იწვიმებს. მთაში მოსალოდნელია თოვა. ამაღამ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი შეწყდება. ხვალ დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვლავ ნალექია მოსალოდნელი. დაბლობსა და ბარში წვიმის სახით, ხოლო მთასა და მაღალმთაში ითოვებს.
უკვე რამდენიმე დღეა, რაც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში სმოგია (ჰაერის დაბინძურება; შავი სქელი ნისლი, რომელიც წარმოიქმნება ბოლისა და მჭვარტლისაგან).
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, ჰაერის დაბინძურების დონე, დაშვებულის მაქსიმალურ მაჩვენებელს 24-ჯერ აღემატება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!