გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის და აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტზე 7 პირი გამოავლინეს. თიანეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე იორის ხეობაში სამართალდამრღვევებმა მურა დათვი და შველი მოინადირეს.
მოხდა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და უკანონოდ მოპოვებული ნანადირევის ამოღება.
შეგახსენებთ, რომ მურა დათვი წითელი ნუსხით დაცული სახეობაა.
მურა დათვის და შველის უკანონო მოპოვებაზე, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა საერთო ჯამში 55 ათასი ლარი შეადგინა.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.