გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 2 ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, მარტვილის რაიონის სოფელ ნაჯახაოში და აბაშის რაიონის სოფელ მეიდანში კანონდამრღვევები გაუფორმებელი თოფებით და ე.წ. "მანოკებით" ნადირობდნენ. შედგენილია შესაბამისი ოქმები.
რასაც ადამიანი თავის გარშემო, ბუნების წინააღმდეგ, სჩადის აუცილებლად უნდა ისჯებოდეს კანონით, ამის ყურება ძალიან ძნელი და მძიმეა, იმის ნაცვლად რომ გავუფრთხილდეთ მას თუნდაც მარტო ჩვენი თავის გამო, ჩვენ ხომ აქ ვცხოვრობთ, ამ ბუნების წიაღში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!