გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას ექვსი ერთეული ნავი და სამი ერთეული პიკაპის ტიპის ავტომობილი დაემატა. ახალი ტექნიკური საშუალებების პრეზენტაცია თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიიღო. მინისტრმა, დეპარტამენტის ხემძღვანელ პირებთან ერთად თბილისის ზღვის ზედაპირზე ნავების ტექნიკური შესაძლებლობები შეამოწმა. გიგლა აგულაშვილმა ასევე, ავტომანქანების ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!