გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას უწყებების პირველმა პირებმა მოაწერეს ხელი, რომელიც ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებას, საქართველოს ფლორისა და ფაუნის დაცვას, ეკოტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ითვალისწინებს.
მემორანდუმის თანახმად, უწყებები კანონმდებლობით დადგენილ ისეთ ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ, რომლებიც მიმართული იქნება თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევაზე დროულ რეაგირებასა და მათ პრევენციაზე.