გეცნობათ?. "მოხალისე" ანუ საკუთარი ნებით მონაწილე. თორემ სახალისო რომ არაფერია ამ საქმიანობაში ეს ყველამ ვიცით! საშინელი ტრაგედია მოხდა! ადამიანები დაიღუპნენ, უსახლკაროდ დარჩნენ! ზოოპარკი განადგურდა და ა.შ. ჰოდა აი ასეთ დროს გვჭირდება თანადგომა! ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი დახმარება მისაღებია და დასაფასებელი!
სიამაყით და სიხარულით მევსებოდა გული, როცა ამდენ ახალგზარდას ვუყურებდი, რომლებიც ცდილობდნენ, რითაც შეეძლოთ აღმოეჩინათ დახმარება დაზარალებული ადამიანიებისთვის, ცხოველებისთვის თუ ზოგადად დედაქალაქისათვის!
ყველა ამ ახალგაზრდას ვუხდი მადლობას! მათ მშობლებს მადლობა, ასეთი შვილების აღზრდისათვის!
გაიხარეთ, თქვენ ხართ საქართველოს მომავალი და მეამაყებით!!!!!!!