ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » ივნისი » 14 » როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მტაცებელ ცხოველს გადაეყრებით - აუცილებელი რჩევები, რომ გადარჩეთ    

16:58:22
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მტაცებელ ცხოველს გადაეყრებით - აუცილებელი რჩევები, რომ გადარჩეთ
თბილისში დატრიალებულ სტიქიას, ადამიანებისა და ცხოველების გარდაცვალების, მოქალაქეების უსახლკაროდ დარჩენის თუ სხვა ტრაგედიების გარდა, კიდევ ერთი საფრთხე მოჰყვა, არანაკლებ საღელვი – დატბორილი ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომლებსაც სამაშველო სამსახურები ეძებენ. ზოგს აძინებენ, ზოგის ლიკვიდირებაც ხდება საჭირო. მართალია, მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ დღეს ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, თუმცა არის შემთხვევები, როცა აუცილებელია გარეთ გასვლა ან უბრალოდ ადამიანს არ აქვს სათანადო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, თავდაცვის მიზნით, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, მტაცებელ ცხოველთან შეხვედრის დროს როგორ მოვიქცეთ. არის სარისკო ქმედებები, რაც არაფრით არ უნდა გააკეთოთ, რომ 
 
უსაფრთხოდ გადარჩეთ.

მაშ ასე, როგორია მგელთან შეხვედრისას მოქცევის წესები. როგორც წესი, ყველაზე საშიში ცოფიანი მგელია, თუმცა ზოოპარკში ცხოველების მოვლის აუცილებელ პირობებს თუ გავითვალისწინებთ და თავს ცოტათი დავიმშვიდებთ, გამოქცეულ ცხოველებს შორის ცოფიანი ცხოველები არ იქნებიან. ჩვეულებრივ მგელთან გადაყრის შემთხვევაში კი პირველ რიგში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიქცეთ. მასში დევნის რეფლექსი გაიღვიძებს, რაც ადამიანის მიმართ შიშზე ძლიერი აღმოჩნდება და აუცილებლად გამოგედევნებათ. ჯობს ნელ-ნელა წახვიდეთ უკან, ოღონდ ზურგი არ უნდა აჩვენოთ, რომ თავდასხმის პროვოცირება არ მოახდინოთ. კარგი თავდაცვის საშუალებაა არც ისე ხმამაღლა ლაპარაკი. ამ მეთოდით შეიძლება ნებისმიერი ცხოველის შეჩერება. ოღონდ არ უნდა იყვიროთ – ყვირილი მასში აგრესიას გამოიწვევს. ნელ-ნელა დაიხიეთ უკან და ეცადეთ, თუ ხეა ახლოს, მასზე აძვრეთ სწრაფად. ან რაიმე შემაღლებულ ადგილზე.
ასეთივეა დათვთან მოქცევის წესები. მას არ უნდა მიუახლოვდეთ, ზურგი არ უჩვენოთ და არც გაიქცეთ. მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, მის დასანახად მაინც. ეცადეთ, დასახმარებლად უხმოთ ვინმეს, და ეცადეთ, ნელ-ნელა დაიხიოთ უკან. დათვის შეშინება შეიძლება რაიმე მჟღერი მეტალის საგნით, ყვირილით, თუ გაქვთ თან რაიმე ხმაურიანი ნივთი, მისი ძირს დაგდება შეგიძლიათ, რომ ხმაურზე დაფრთხეს. 
ყველაზე მთავარი წესია: ზურგი არ შეაქციოთ და ნელ-ნელა, პირით მისკენ, უკან-უკან დაიხიოთ. ელაპარაკოთ მშვიდად, რითაც ცხოველზე გავლენას მოახდენთ. 
თუ ცხოველი შორიდან დაინახეთ, აუცილებლად დარეკეთ 112-ზე, რომ დროულად მოახდინონ რეაგირება. ან დარეკეთ ზოოპარკის ადმინისტრაციაში: 595333572



წყაროhttp://www.mshoblebi.ge/
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2183 | დაამატა: akson777 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика