მთავარი » 2015»მაისი»21 » გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკანონოდ მოქმედი სახერხები გამოავლინა
23:02:52
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკანონოდ მოქმედი სახერხები გამოავლინა
უკანონოდ მოქმედი სახერხები გამოავლინა 12:57 2015-05-21 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, ხე-ტყის გადამამუშავებელი უკანონოდ მოქმედი შვიდი სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნული საამქროების ტეროტირიაზე ნაპოვნია ასევე, უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები, რომელთა საერთო ოდენობამ 12 კუბური მეტრი შეადგინა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შესაბამის ორგანოებში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით, განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!