ბანაობა და გაშრობა ძაღლი წყალში ჩაწვება თუ არა, მოდუნდება, განსაკუთრებით, თუ წყალი არ არის ძალიან ღრმა. ნელა დაასხით წყალი ბეწვზე, დაიწყეთ სხეულის გვერდებიდან, ადით ზურგზე. შემდეგ დაასხით და ააქაფეთ შამპუნი. ბოლოს თავი დაუსველეთ და ყურადღებით იყავით, შამპუნი თვალებში არ ჩაუვიდეს. შემდეგ ბეწვზე გადაავლეთ წყალი და შორს დადექით, რადგან ძაღლი ენერგიულად დაიწყებს ბეწვის გაბერტყვას და წყლის წვეთებით გაგწუწავთ. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ გაამშრალოთ სუფთა პირსახოცით.
ავადმყოფობის ნიშანი ზოგჯერ ძაღლი ტანს ძლივს მიათრევს. მიწაზე ან სახლში ხალიჩაზე მოძრაობს ძალზე ნელა და მიიწევს წინა ფეხებით, უკანა კი აწეული აქვს. ასეთი ქცევა ანალური ჯირკვლების სადინარების დახშობის ნიშანია, რაც მტკივნეული და გამაღიზიანებელია. ამავე მიზეზით ძაღლი ხშირად იკბენს კუდქვეშა არეს. ამ ჯირკვლების დანიშნულებაა, ძაღლისთვის დამახასიათებელი სუნი მისცეს ფეკალურ მასებს. ვეტერინარი, სავარაუდოდ, ადვილად შეძლებს მათი სადინარების გაწმენდას.
ჯოხებით საუბარი ადამიანები ზოგჯერ ხეებზე ტოვებენ თავიანთ ნიშანს – ამოჭრილ ინიციალებს, ძაღლები კი ამ მიზნით დაღრღნილ ჯოხებს იყენებენ – ინსტინქტურად დასტაცებენ პირს, გარკვეულ მანძილზე წაიღებენ, მერე გაჩერდებიან და ღრღნას დაუწყებენ, შემდეგ კი დააგდებენ. გზის გაყოლებაზე დაგდებული დაღრღნილი ჯოხების დაყრით ისინი იზიდავენ იმავე გზაზე გამვლელ სხვა ძაღლებს _ ჯოხზე დატოვებული სუნი მათთვის აშკარა (ადამიანებისთვის კი ამოუცნობი!) ნიშანია. ზოგიერთ ძაღლს სეირნობის დროს ჯოხები შედარებით დიდ მანძილზე გადააქვს, სახლშიც კი მიაქვს; ზოგჯერ შეიძლება ერთი დაღრღნილი ჯოხი გადააგდოს, შემდეგ აიღოს მეორე და ა.შ.
საცხოვრებლის მიგნება არსებობს რამდენიმე შთამბეჭდავი ამბავი დაკარგულ ძაღლებზე, რომლებმაც სახლს ისევ მოაგნეს. ზოგიერთი ამბავი ძველი რომის ეპოქიდანაც კი მოდის. თუმცა ძაღლს ეს, როგორც წესი, კატაზე ცუდად გამოსდის. ის ასეთ შემთხვევაში იყენებს განსაკუთრებულ უნარს – ამით ჰგავს ხროვას ჩამოშორებულ მგელს, რომელიც თანამოძმეებთან მისასვლელ გზას დაეძებს. თუ მოხდა და ჩვეული მარშრუტით სეირნობის დროს თქვენი ოთხფეხა მეგობარი ჩამოგშორდათ, ის შეძლებს არა მხოლოდ თავისი, არამედ თქვენი სუნის (ოღონდ არა ძლიერი წვიმის დროს) აღებას, ის ცნობს გარემოს და ზოგჯერ გარკვეული მანძილით დაშორებული პატრონის სიარულის ხმაც კი ესმის, ამგვარად იგი ადგენს თქვენს ადგილსამყოფელს.
ჯოხის ღრღნა ლეკვები, მაგალითად ეს ბიგლი, ხშირად ღრღნიან ჯოხებს. ამით იყუჩებენ სარძევე კბილების მოცვლითა და ახალი კბილების ამოსვლით გამოწვეულ ტკივილს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!